This resolution is not supported!
1100
ქულა

პლაზმოთერაპია (PRP)

ID 1444-0068
  • მომწოდებელი: ჰეალაინ
  • პროდუქტი: პლაზმოთერაპიის 1 პროცედურა
  • მომსახურების მისაღებად საჭიროა პარტნიორ ობიექტში სმს კოდის წარდგენა შეკვეთიდან 1 თვის განმავლობაში;

პლაზმოთერაპია (PRP) კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია. ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი. პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც მიკროინექციის გზით შეიყვანება კანში, იგი იძლევა პლაზმის აღმდგენ, მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს. მისი გამოყენება  ფართოდ დაიწყეს კოსმეტოლოგიაში სახის გაახალგაზრდავებისთვის, აკნეს და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. პლაზმის და თრომბოციტების მოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი მეტაბოლიზმი. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება საკუთარი ფიბრობლასტების, კოლაგენის და ელასტინის  სინთეზი. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ასტიმულირებს  თმის ზრდას.

 
მომსახურების მისაღებად საჭიროა წინასწარ ჩაწერა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით "Hairline International"-ის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს ნომერზე: 230 00 30