This resolution is not supported!

უნიქარდის შესახებ

Partnership with Unicard

პარტნიორობა უნიქარდთან

უნიქარდი საქართველოს ბაზარზე ლოიალობის პირველი და ერთადერთი უნივერსალური პროგრამაა, რომელიც გთავაზობთ ბიზნესზე მორგებულ პარტნიორობას.

უნიქარდის ლოიალობის პროგრამა პარტნიორებს  თანამედროვე,  პრაქტიკაში აპრობირებულ და დროში  გამოცდილ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია წარმატებულად ვმართოთ პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა. ხელი შევუწყოთ გრძელვადიანი, მყარი და ლოიალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას მომხმარებელსა და კონკრეტულ ბიზნესს შორის.

უნიქარდის მონაცემთა ბაზა (1 800 000 ემიტირებული ბარათი) მოიცავს არა მხოლოდ სტანდარტულ დემოგრაფიულ მონაცემებს, არამედ წარმოადგენს ინფორმაციის წვდომის უნიკალურ  წყაროს მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესახებ. ამ უნიკალური ინფორმაციის ანალიტიკური მოდელებისა და პროცესების გამოყენებაშესაძლებლობას მოგცემთ უკეთ გაანალიზოთ საკუთარი მომხმარებლის ქცევის მახასიათებლები და  განახორციელოთ ეფექტური კომუნიკაცია თუ მარკეტინგული კამპანიები. დაგროვებისა და ლოიალობის უნივერსალური პროგრამა უნიქარდი, საქართველოს მასშტაბით მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და პარტნიორ კომპანიებს ლოიალური მომხმარებლების წახალისებაში ეხმარება.

ძირითადი სარგებელი უნიქარდის პარტნიორებისთვის:

  • ლოიალურობის პროგრამის არსებული მომხმარებლებისთვის  შეთავაზება;
  • წვდომა პოტენციური მომხმარებლების ბაზასთან;
  • სეგმენტაციის შესაძლებლობა ნებისმიერი პარამეტრით და ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე მეთოდები;
  • მონაცემთა დიდი ბაზა - როგორც მომხმარებლების დემოგრაფიული მონაცემებით, ასევე ინფორმაციით სექტორების აქტივობის  მიხედვით;
  • ეფექტური და დაბალ ბიუჯეტიანი საკომუნიკაციო არხები (სმს, ონლაინ სმს, ციფრული მედია და ა.შ.)
  • ბრენდის მაღალი ცნობადობის დონე მიზნობრივ სეგმენტში;

უნიქარდი კომპანიებს და ბარათის მფლობელებს ერთმანეთთან აკავშირებს და ამ გზით ლოიალობის პროგრამის დანერგვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის. უნიქარდი აფასებს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს და ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს აჯილდოებს.

ჩვენი პარტნიორები იღებენ სტრატეგიულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვაში და შესაბამისად გაყიდვების მოცულობის ზრდაში, ასევე  არსებული მომხმარებლების შენარჩუნებაში და მათი ლოიალურობის დაფასებაში ეხმარებათ.

უნივერსალური დაგროვებისა და ლოიალობის  პროგრამა საშუალებას გაძლევთ უფრო ეფექტურად და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით (ვიდრე საკუთარი ლოიალური პროგრამის დანერგვაა)  განახორციელოთ კომუნიკაცია თქვენს პოტენციურ მომხმარებელთან, რომელსაც ჯერ არ უსარგებლია თქვენი კომპანიის სერვისით, მაგრამ არის უნიქარდის ლოიალური მომხმარებელი.

უნიქარდის უნივერსალურ ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე info@unicard.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე  +995  551 355 253

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ:

  • კომპანიის დასახელება;
  • კომპანიის საქმიანობის აღწერა;
  • ფოტო მასალა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია.