This resolution is not supported!

VISA პრივილეგიების კლუბი

 

2015 წლიდან ვიზამ პრივილეგიების კლუბის ექსკლუზიურ ორგანიზატორად  საქართველოში, უნიქარდი აირჩია.

კორპორაციული ბარათების მართვის დიდი გამოცდილება, 350-მდე  პარტნიორი კომპანია 6000-მდე გადახდის წერტილით, 1.8 მილიონი მომხმარებელი და მომხმარებელთა უნიკალური ბაზის ეფექტური მართვა - ეს ის შესაძლებლობებია, რის გამოც უნიქარდი ვიზას პრივილეგიების პროგრამას საქართველოში მე-4 წელია ეფექტურად ახორციელებს.

VISA პრივილეგიების კლუბს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 600-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს და VISA პრემიუმ ბარათის  მფლობელები პრივილეგიებით სარგებლობენ.

საქართველოში VISA-ს პრემიალური კატეგორიის ბარათის მფლობელები პარტნიორი კომპანიების 100-მდე სავაჭრო და მომსახურების ობიექტში ფასდაკლებებით, გაუმჯობესებული სერვისებით და სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებით  სარგებლობენ. დეტალური ინფორმაცია პარტნიორების და შეთავაზებების შესახებ იხილეთ ბმულზე.