This resolution is not supported!

ხშირად დასმული კითხვები

რატომ უნიქარდის ბარათი?

უნიქარდი ერთადერთი უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელიც შეზღუდვის გარეშე ტარდება 4500-მდე სავაჭრო/მომსახურების ობიექტში და საშუალებას გაძლევთ თქვენი ჩვეულებრივი, ყოველდღიური დანახარჯების ფარგლებშიც კი მიიღოთ დამატებითი სარგებელი დაგროვებული ქულების სახით. დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გახარჯოთ ყოველდღიური მოხმარების საგნების, სასაუბრო დროის, საწვავის ტალონების, კომუნალური გადახდების სანაცვლოდ, სუპერმარკეტებში პროდუქციის შესაძენად და ა.შ.

სად შევძლებ უნიქარდის ბარათის მიღებას?

პლასტიკური ბარათი 

უნიქარდის პლასტიკური ბარათი უფასოა, მისი მიღება შესაძლებელია უნიქარდის მომსახურების ცენტრებში და უნიქარდის პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ობიექტებში: სმარტი, სპარი, ფუდმარტი, იოლი. მოლარე ოპერატორები მარტივად, სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე გადმოგცემენ პლასტიკურ ბარათს. მყისიერად გაატარეთ ბარათი და შეუფერხებლად დაიწყეთ ქულების დაგროვება.  

ვირტუალური ბარათი

უნიქარდის ვირტუალური ბარათი ასევე  უფასოა, და მისი ნომრის მიღება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის და უნიქარდის ვებგვერდის მეშვეობით მონაცემთა რეგისტრაციისას. ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება შესაძლოა მომენტალურად, დამატებითი მოქმედების გარეშე.

სად და როგორ დავაგროვო ბონუს ქულები?

ბონუს ქულების დაგროვება მარტივია - წარმოადგინეთ უნიქარდის ბარათი ჩვენი პარტნიორების 4 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში, იქ, სადაც უნიქარდის სიმბოლოა წარმოდგენილი. გაატარეთ უნიქარდი ნებისმიერი მეთოდით (ნაღდი თუ უნაღდო) ანგარიშსწორებისას.

იხილეთ უნიქარდის პარტნიორი კომპანიების სია.

როგორ შევქმნა ვირტუალური ბარათი?

ვირტუალური ბარათის შექმნა შესაძლებელია როგორც უნიქარდის ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ვებგვერდიდან ვირტუალური ბარათის შესაქმნელად ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, მონიშნეთ „არ მაქვს ბარათი“ და მიყევით ინსტრუქციას.

თუ გაქვთ მობილური აპლიკაცია, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, კითხვაზე „გაქვთ თუ არა UNICARD-ის ბარათი?“, მონიშნეთ „არა“ და მიყევით ინსტრუქციას.

როგორ მივაბა ვირტუალური ბარათი ფიზიკურ ბარათს და/ან ანგარიშს?

ვირტუალური ბარათის ფიზიკურ ბარათთან ან ანგარიშთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, მიმართოთ სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00); 

როგორ მივიღო დაგროვებული უნიქარდის ქულების შესახებ ინფორმაცია?

დაგროვებული ქულების შესახებ ინფომაცია შეგიძლიათ მიიღოთ:

  1. უნიქარდის მომსახურების ცენტრებში
  2. უნიქარდის სატელეფონო ცენტრში (+995 32) 2 555 222
  3. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით - SMS ტექსტით Bonus,  ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებისათვის ნომერზე: 5552; ხოლო მაგთის აბონენტებისათვის ნომერზე: 95552
  4. ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს შეგიძლიათ ასევე აკრიფოთ *552# და OK
  5. მობილური აპლიკაციის ამონაწერის მეშვეობით
  6. უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge  დეტალური ამონაწერის საშუალებით

რას მივიღებ უნიქარდის ქულების სანაცვლოდ?

დაგროვებული ქულების გადაცვლა შეგიძლიათ მრავალფეროვან საჩუქრებში, მობილურის სასაუბრო დროში, კომუნალურ  გადასახადებში, პარტნიორ კომპანიებთან სავაჭრო ობიქტებში არსებულ  სასურველ ნივთებში. საჩუქრის ასარჩევად ეწვიეთ  უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია და გადაცვალეთ დაგროვებული ქულები ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ საჩუქარში ან ესტუმრეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს „სმარტი“, „სპარი“, „ფუდმარტი“, „იოლი“, „ალტაოქეი“, „ვისოლ გაზი“ და ადგილზევე გადაცვალეთ ქულები სასურველ პროდუქტში.

როგორ შევუკვეთო საჩუქარი?

საჩუქრის შეკვეთისათვის აუცილებელია იყოთ ძირითადი ბარათის მფლობელი და თქვენი პირადი მონაცემები რეგისტრირებული იყოს უნიქარდის მონაცემთა მართვის სისტემაში!

საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია: 

  1. ვებგვერდიდან - www.unicard.ge მყისიერად
  2. საინფორმაციო ცენტრიდან - (+995 32) 2 555 222
  3. უნიქარდის მომსახურების ცენტრებიდან
  4. მობილური აპლიკაციის საშუალებით  მყისიერად 

როგორ და რა ვადაში მივიღებ შეკვეთილ ნივთს?

შეკვეთილი ნივთის მიღება შესაძლებელია შეკვეთისას მითითებულ სასურველ მისამართზე მიტანით (მხოლოდ თბილისის მასშტაბით), მომსახურების ცენტრებში.  ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა. 

შეკვეთილი ნივთის მიტანის ვადები:

  • თბილისის მასშტაბით 10 სამუშაო დღე;
  • რეგიონებში: ბათუმსა და ქუთაისში პრიზის მიღება ხორციელდება საჩუქრის შეკვეთიდან 10 – 12  სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების შესაბამისი ცენტრიდან.

სად შეიძლება საწვავის ტალონის მიღება და როგორ განისაზღვრება მისი ღირებულება?

საწვავის ტალონის აღება შეგიძლიათ უნიქარდის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მომსახურების ცენტრში.

ტალონის ღირებულება დამოკიდებულია საწვავის საბაზრო ფასზე და ფასის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ტალონის ღირებულებაზე. ფასის შესაძლო ცვლილების შესახებ ინფორმაციას ორი კვირით ადრე შეიტყობთ უნიქარდის სიახლეების მეშვეობით.

საწვავის ტალონის გამოყენება შეგიძლიათ მარტივად, მისი ბენზინგასამართ სადგურზე წარდგენით.

როგორ მოვიქცე უნიქარდის პლასტიკური ბარათის დაკარგვისას?

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@unicard.ge. ბარათის დაბლოკვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით,  www.unicard.ge-ზე პირად ანგარიშზე ავტორიზირების შემდეგ, განყოფილებაში: „სერვისები - ბარათის დაბლიკვა".

როგორ აღვადგინო დაკარგული ბარათი?

დაკარგული ან დაზიანებული ბარათების აღდგენა შესაძლებელია ჩვენს მომსახურების ცენტრებში. ასევე ფუდმარტის, სპარის, იოლის და სმარტის ობიექტებში.

აიღეთ ახალი ბარათი მოლარე ოპერატორთან:

  • შეიძინეთ პროდუქტი და გაატარეთ ბარათი
  • შეინახეთ ოპერაციის ქვითარი

მოგვიანებით გაიარეთ პირად მონაცემთა და ბარათის რეგისტრაცია ვებგვერდზე www.unicard.ge  ან დაუკავშირდით უნიქარდის საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00); 

 

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ხდება თუ არა ძველი ბარათით დაგროვებული ქულების გაუქმება?

ბარათის დაკარგვა არ იწვევს დაგროვებული ქულების ავტომატურად გაუქმებას. ბარათის აღდგენის შემთხვევაში, თქვენს ძირითად ანგარიშზე დაგროვებული ქულები შეგიძლიათ დაუკავშიროთ ახალ ბარათს, ამისათვის დაუკავშირდით უნიქარდის  საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00);

გასდის თუ არა უნიქარდზე დაგროვებულ ქულებს ვადა?

დიახ, უნიქარდის ქულებს გასდის ვადა თუ თქვენს ანგარიშზე 12 თვის განმავლობაში არ მომხდარა დახარჯვის, დაგროვების ან ბალანსის შემოწმების ოპერაცია.

სად შევძლებ უნიქარდის კატალოგიდან გამოწერილი საჩუქრის მიღებას?

საჩუქრის მიღება შესაძლებელია:

თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებით;

უნიქარდის მომსახურების ცენტრებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი):

იმ პარტნიორ კომპანიაში, რომლის მომსახურება თუ პროდუქტი შეარჩიეთ და გადაცვალეთ ქულებზე უნიქარდის კატალოგიდან.

 

როგორ განვაახლო ჩემი პირადი მონაცემები?

ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს, www.unicard.ge, გაიარეთ ავტორიზაცია, გადადით გვერდზე „პერსონალური მონაცემები“ და შეავსეთ/შეცვალეთ შესაბამისი ველები.

თქვენ ანგარიშზე პირადი ნომრის და ელ. ფოსტის შესაცვლელად, გთხოვთ, დარეკოთ საინფორმაციო ცენტრში (+995 32) 2 555 222, ან მობრძანდეთ მომსახურების ცენტრში.

როგორ დავაგროვო ქულები ონლაინ შოპინგის დროს?

ონლაინ შოპინგის დროს ქულების დაგროვება მაღაზიის შერჩევით იწყება. ონლაინ მაღაზიების სრული ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე, „ონლაინ შოპინგის“ განყოფილებაში http://www.unicard.ge/ge/onlineshopping. აირჩიეთ ონლაინ მაღაზია და მიუთითეთ უნიქარდის ბარათის ნომერი, გაეცანით გამოყენების პირობებს და დაეთანხმეთ. შოპინგის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს „გადასვლა“. თუ უკვე არჩეული გაქვთ ონლაინ მაღაზია და პროდუქტი, რომლის შეძენას აპირებთ, ქულების დასაგროვებლად პირველ რიგში, გაასუფთავეთ სამომხმარებლო კალათი არჩეული ნივთებისგან და ბრაუზერის ისტორია  და ე.წ. Cookies. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ უნიქარდი, შეუძლიათ მონიშნონ ველი „არ მაქვს ბარათი“ და მომენტალურად შექმნან ვირტუალური ბარათი.

როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies?

თუ უკვე არჩეული გაქვთ ონლაინ მაღაზია და კალათაში დამატებული პროდუქტი, რომლის შეძენას აპირებთ, ქულების დასაგროვებლად პირველ რიგში, გაასუფთავეთ სამომხმარებლო კალათი არჩეული ნივთებისგან, ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies. ბრაუზერის ისტორიის და ე.წ. Cookies წასაშლელად მიყევით ინსტრუქციას Chrome-ის ბრაუზერისთვის:

  • ისტორიის ფანჯრის გამოსაჩენად კლავიატურაზე ერთდროულად დააჭირეთ Ctrl და H ღილაკებს;
  • ისტორიის ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Clear browsing data, რის შემდგომ გამოჩნდება ისტორიის წასაშლელი პარამეტრები;
  • ისტორიის წასაშლელ პარამეტრებში, ველში Obliterate the following items from მიუთითეთ the beginning of time, მონიშნეთ ველები: Cookies and other site and plugin data და Cached images and files, დააჭირეთ ღილაკს Clear browsing data.

ინსტრუქცია „როგორ წავშალო ბრაუზერის ისტორია და ე.წ. Cookies“ სხვადასხვა ტიპის ბრაუზერისთვის:

რამდენი ქულა დამერიცხება ონლაინ შოპინგის დროს?

დასარიცხი ქულების მოცულობა დამოკიდებულია თავად ონლაინ მაღაზიებზე. დასარიცხი ქულის რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ http://www.unicard.ge/ge/onlineshopping

რა ვადაში დამერიცხება ქულა ონლაინ შოპინგის დროს?

დაგროვებული ქულები მომხმარებლის პირად ანგარიშზე, მითითებულ მისამართზე (Shipping Address) შენაძენის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში დაირიცხება.

როგორ გავთიშო SMS-ების მიღება?

SMS-ების მიღების გათიშვა შესაძლებელია:

SMS-ის საშუალებით:

ბილაინის და ჯეოსელის აბონენტებმა SMS ველში ჩაწერეთ sms off და გამოგზავნეთ ნომერზე 5552, ხოლო მაგთის აბონენტებმა - ნომერზე 95552

 
საინფორმაციო ცენტრის საშუალებით:

დაგვიკავშირდით (032) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 - 21:00) 


მომსახურების ცენტრების საშუალებით:

  • ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71
  • ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. №5 (სავაჭრო ცენტრი „ბათუმი პლაზა“, სართული №3)
  • ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის ქ. №67 (სავაჭრო ცენტრი „გრანდმოლი“)