This resolution is not supported!

უნიქარდისა და SBM-ის  ერთობლივი ბარათი

2019 წლის ოქტომბერში უნიქარდმა  და სპორტულმა სააგენტო SBM-მა ერთობლივი ბარათი გამოუშვეს, რომლით სარგებლობაც მინი ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 1000-ზე მეტ ფეხბურთელს შეუძლია.

 ბარათის საშუალებით SBM ფეხბურთელებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით  დააჯილდოებს, რაც იმას გულიხმობს, რომ საფეხბურთო მატჩების დროს, ამა თუ იმ აქტივობების განხორციელების შედეგად (გოლი და პასი), ფეხბურთელებს ბარათზე ელექტრონული ვაუჩერები დაერიცხებათ, რომლის განაღდებასაც ისინი ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს მაღაზიათა ქსელში შეძლებენ. ამავე დროს, ერთობლივ  ბარათს სტანდარტული უნიქარდ ბარათის ყველა ფუნქცია აქვს.

ამავე ბარათით, ფეხბურთელები გახარჯული თანხის შესაბამის, მზარდ ფასდაკლებას მიიღებენ მაღაზიაში JOMA.