This resolution is not supported!

უპერას, შპს „ფეი უნიქარდის“ პირობები

საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს „ფეი უნიქარდსა“ და მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შორის

შეთანხმების სავალდებულო ხასიათის გათვალისწინებით გთხოვთ, საგადახდო მომსახურებით სარგებლობამდე წინამდებარე შეთანხმება წაიკითხოთ ყურადღებით !

1.1. წინამდებარე პირობები არეგულირებს მომხმარებლებს, საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შპს „ფეი უნიქარდს“ შორის სამართლებრივ ურთიერთობას, მომსახურების არხით, საბანკო საგადახდო ბარათებით განხორციელებული საგადახდო მომსახურების ფარგლებში.

1.2. უნიქარდის სისტემაში ავტორიზებულ მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს შპს „ფეი უნიქარდის“ საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას სერვის პროვაიდერის მიერ ყოველ დადასტურებულ გადახდაზე უგროვდებათ უნიქარდის ქულები ამ შეთანხმებითა და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ (შემდგომში უნიქარდი) ვებგვერდზე განთავსებული სარგებლობის პირობების შესაბამისად

1.3. შპს „ფეი უნიქარდის“ დისტანციური საგადახდო მომსახურებით სარგებლობამდე, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე პირობებს და პირობების მიღების შემთხვევაში განახორციელოს შეთავაზებული საგადახდო მომსახურებით სარგებლობა. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, წინამდებარე შეთანხმება შპს „ფეი უნიქარდსა“ და მომხმარებლს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შორის შეთანხმებულად ჩაითვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ გადახდის ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (შემდგომში - მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის თანხმობა).

1.4. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე პირობები.

2.1. წინამდებარე შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:

  • უპერა - საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ფეი უნიქარდი“ (სასაქონლო ნიშანი/კომერციული სახელწოდება - უპერა) საიდენტიფიკაციო კოდი 404519455, იურიდიული მისამართი: თბილისი, ვ. პეტრიაშვილის ქ.#25-27-29/4,ბ.26 , ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, მე-3 სართული, ელ. ფოსტა info@upera.ge, ვებგვერდი www.upera.ge; რეგისტრაციის ნომერი - 0052-9;
  • მომხმარებელი /აბონენტი- სერვის პროვაიდერის აბონენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
  • საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი - პირი, რომელიც ფლობს საბანკო საგადახდო ბარათს, აქვს უფლება გამოიყენოს აღნიშნული ბარათი და ამ ბარათის გამოყენებით ახორციელებს სერვის პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას ან/და სერვის პროვაიდერთან არსებული ანგარიშის შევსებას;
  • სერვის პროვაიდერი - მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია;
  • გადახდა - წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის მომხმარებლის/აბონენტის ან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების განთავსების ან ჩარიცხვის ან გადარიცხვის ოპერაცია;
  • მომსახურების არხი -ვებგვერდი www.unicard.ge, მომსახურების ადგილები და საშუალებები, საიდანაც და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხმარებლისან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ გადახდის განხორცილება;
  • საგადახდო დავალება - მომხმარებლის ან საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ უპერასთვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის შესახებ;
  • უნიქარდის ქულა - არაფულადი საავანსო ერთეული, რომელიც საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას უნიქარდის ბარათის მფლობელს უგროვდება შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში“ გახსნილი ქულების ანგარიშზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3.1. გასაწევი საგადახდო მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა:

3.1.1. უპერას დისტანციური საგადახდო მომსახურებით მომხმარებლები/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელები უფლებამოსილი არიან გადაიხადონ კომუნალური, სატელეკომუნიკაციო, ლოჯისტიკური, აზარტული თამაშების და უპერას სისტემაში ჩართული სხვა სერვის პროვაიდერების გადახდები, აგრეთვე, შეიძინონ გარკვეული სახის საქონელი და მომსახურება, განახორციელონ სერვის პროვაიდერ(ებ)თან არსებული სააბონენტო ანგარიშ(ებ)ის შევსება საბანკო საგადახდო ბარათების მეშვეობით. უპერას სისტემაში ჩართული სერვის პროვაიდერების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

3.2. საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულებისთვის აუცილებელი რეკვიზიტები:

3.2.1. უპერას მიერ საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულების მიზნით, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელივალდებულია უპერას მიაწოდოს ყველა ის რეკვიზიტი, რომელიც მოცემულია მომსახურების არხებში ყოველი კონკრეტული გადახდის განხორციელებისას შესაბამისი ელექტრონული ფორმის აუცილებელი ველების დასახელებაში.

3.2.2. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ საგადახდო დავალების ფორმირებისას უპერასთვის მისაწოდებელი რეკვიზიტები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: იდენტიფიკატორი (აბონენტის ნომერი, ტელეფონის ნომერი და სხვა), გადახდის თანხა.

3.2.3. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია მის მიერ უპერასთვის საგადახდო დავალებით მიწოდებული რეკვიზიტების სისწორესა და სისრულეზე.

3.2.4. უპერა პასუხს არ აგებს საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, ასევე ამ შეუსრულებლობით ან არასწორად შესრულებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით.

4.1. გადახდის ოპერაციის შესრულების მიზნით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ფორმირებული საგადახდო დავალების ავტორიზაცია (თანხმობა). ავტორიზაცია ხორციელდება ღილაკით „გადახდა“.

4.2. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიიჩნევა და უპერა განახორციელებს საგადახდო მომსახურებას მხოლოდ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ საგადახდო დავალების ავტორიზაციის (თანხმობის) არსებობის შემთხვევაში; არაავტორიზებული საგადახდო დავალება უპერას მიერ შესრულებას არ ექვემდებარება.

4.3. მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს უფლება არ აქვს გააუქმოს ავტორიზებული საგადახდო დავალება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.4. უპერა, მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების, ან ამგვარი საგადახდო დავალების (ტრანზაქციის) ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებისას პასუხს არ აგებს მომხმარებლისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელისთვის მიყენებულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსურ, მატერიალურ ან მორალურ (რეპუტაციულ) ზარალზე/ზიანზე თუ:

ა. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ, საგადახდო დავალების ფორმირებისას, არასწორად (შეცდომით) იქნა მითითებული მოთხოვნილი, აუცილებელი მონაცემები და/ან რეკვიზიტები, რის შედეგადაც დაფორმირდა და შესრულდა ტექნიკურად კორექტული საგადახდო დავალება, მაგრამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის შეცდომის გამო დადგა მისთვის არასასურველი გარემოება, რის გამოც მან მიიღო ფინანსური/რეპუტაციული ზარალი, შეუწყდა სერვის პროვაიდერისგან მომსახურების მიწოდება, დაეკისრა ჯარიმა ან სხვა;

ბ. მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ბარათის, ტელეფონის ან აბონენტის ნომრების ან სხვა მონაცემების გამჟღავნების გამო, მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის სახელით, მესამე პირმა დააფორმირა ტექნიკურად კორექტული საგადახდო დავალება, რაც შესრულდა და რის გამოც დადგა მომხმარებლისთვის არასასურველი გარემოება - მან მიიღო ფინანსური/რეპუტაციული ზარალი, შეუწყდა სერვის პროვაიდერისგან მომსახურების მიწოდება, დაეკისრა ჯარიმა და სხვა.

4.5. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია უპერას მოსთხოვოს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი. ამასთან, უპერა ანაზღაურებს მხოლოდ დადგენილ, ცალსახად იდენტიფიცირებად პირდაპირ ზარალს და არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზარალზე, პოტენციურ და მიუღებელ შემოსავალზე, მორალურ/რეპუტაციულ ზარალზე, ჯარიმებზე რომელიც მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს დაეკისრა მესამე პირების მიერ.

4.6. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია ნებისმიერ, დაუდევარი ქმედებით გამოწვეულ ზარალზე (მოიცავს ასევე ნებისმიერი ისეთი ოპერაციის თანხას, რომელიც განხორციელდა მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ავტორიზაციის გარეშე), რითაც მომხმარებელმა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელმა ხელი შეუწყო არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის განხორციელებას ან თაღლითურად იმოქმედა.

4.7. არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ უპერასთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელ. ფოსტაზე: info@upera.ge, ან წერილობითი ფორმით.

4.8. უპერა პასუხს არ აგებს, თავისუფლდება მატერიალური პასუხისმგებლობისაგან:

ა. მომსახურების განხორციელების დაყოვნებისათვის, თუ ასეთი დაყოვნება გამოწვეული იყო უპერასგან დამოუკიდებელი მიზეზით;

ბ. თუ უპერას მიერ წინამდებარე პირობებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური ან საკომუნიკაციო შეფერხების გამო, რომელზეც უპერას არ აქვს და/ან ვერ ექნებოდა გავლენა.

5.1. უპერას გადახდის არხი ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელისთვის ყოველდღე, უწყვეტად 24 საათიან რეჟიმში.

5.2. უპერას მიერ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ინიცირებული საგადახდო დავალების შესრულება ხორციელდება ”საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონითა და სერვის პროვაიდერების პირობებით განსაზღვრულ ვადებში.

5.3. მომხმარებელი უფლებამოსილია გადახდის ვადებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მიიღოს უპერას სატელეფონო ცენტრისგან ტელეფონზე : (+995 32) 2 555 222

6.1. სამართლებრივი ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომსახურების არხებში წარმოდგენილი ზოგიერთი საგადახდო მომსახურების განხორციელება შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ ლიმიტებს, ლიმიტირებული თანხის მაჩვენებელი მოცემულია საგადახდო დავალების ფორმირებისას შესაბამის ელექტრონულ გვერდზე.

7.1.მომსახურების საკომისიო და მისი გამოთვლის პრინციპი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ #1-ში.

8.1. უპერა უფლებას იტოვებს შეაჩეროს, ან შეწყვიტოს ნებისმიერი გადახდის ოპერაცია/გადახდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპერას შიდა ინსტრუქციით და/ან უპერას უსაფრთხოების პოლიტიკის მიხედვით გადახდის ოპერაცია ცალსახად განეკუთვნება, ან შესაძლოა განეკუთვნებოდეს საეჭვო ოპერაციათა კლასს ან/და კანონით განსაზღვრულ სხვა გარემოებას.

9.1. უპერა წარმოადგენს შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ პარტნიორ კომპანიას. უპერას გადახდის თითოეულ სერვისზე უნიქარდის ბარათის მფლობელებისთვის უნიქარდის ქულების დარიცხვის ოდენობა და წესი მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ #1-ში.

9.2. უნიქარდის ქულა ერიცხება ყველა მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს, რომელიც ფლობს უნიქარდის ბარათს და საგადახდო ოპერაციის შესრულებამდე გადახდის გვერდზე, შესაბამის ველში მიუთითებს უნიქარდის ბარათის ნომერს ან გადახდის მომენტისათვის ავტორიზებული მომხმარებლი განახორციელებს უნიქარდის სიტემაში შესვლას.

10.1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, მანამ, სანამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ან/და უპერას მიერ არ განხორციელდება ამ შეთანხმების შეწყვეტა.

10.2. უპერა უფლებამოსილია ცვლილებები/დამატებები შეიტანოს წინამდებარე პირობების ტექსტში ცალმხრივად, ცვლილებების/დამატებების განხორციელებამდე ერთი თვით ადრე საგადახდო მომსახურების ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით. თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე მომხმარებლი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი არ შეატყობინებს უპერას, რომ არ ეთანხმება დაგეგმილ ცვლილებას, ამ შემთხვევაში ცვლილება (დამატება) ჩაითვლება მომხმარებლთან/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთან შეთანხმებულად და ცვლილებების ვებგვერდზე განთავსებიდან ერთი თვის გასვლისთანავე ცვლილებები ავტომატურად შედის ძალაში. უპერა უფლებამოსილია მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელების მოხერხებულობისთვის/ადვილად აღსაქმელად, განათავსოს განახლებული შეთანხმების ტექსტი ვებგვერდზე. ცვლილებების ისტორია დეტალურად ინახება ვებგვერდზე.

10.3. თუ უპერას მიერ ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ცვლილება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის სასარგებლოდ, ან იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ვებგვერდზე წარმოდგენილ საგადახდო მომსახურებებს, ამ შემთხვევაში ამგვარი ცვლილებები ძალაშია უპერას მიერ მისი ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან, შესაბამისად, ამ შეთანხმების მე-10 პუნქტის 10.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული წინასწარი 1 თვიანი ვადით ადრე ცვლილებების ვებგვერდზე განთავსების ვალდებულება უპერას არ აქვს.

10.4. წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს მომხმარებლის ან უპერას მიერ უპერასთვის/მომხმარებლისთვის შეტყობინების მომენტიდან.

11.1. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საგადახდო დავალების მოძიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საგადახდო დავალების დადასტურებული ასლის მიღების საკითხებზე დაუკავშირდეს უპერას სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ტელეფონზე (+995 32) 2 555 222, ან ელ. ფოსტის მეშვეობით info@upera.ge ან მიმართონ მომსახურების ცენტრებს. ამასთანავე, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, ნებისმიერი წერილობითი ფორმის შეტყობინება ჩააბაროს უპერას შემდეგ მისამართზე - თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. # 71, მე-3 სართული.

11.2. უპერას მიერ წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე, შეტყობინება მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს შესაძლოა გაეგზავნოს:

ა. მის მიერ მითითებულ მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

. ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

. მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11.3. მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი, ყოველდღე, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში უპერას მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

11.4. მე-11 მუხლის 11.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს უპერას. უპერა უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ უპერამ ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

11.5. თუ იცვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საკონტაქტო მონაცემები, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ უპერას და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ფაქტიური მისამართი) ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ პირობებით გათვალისწინებულ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ მიღებულად.

12.1. მომსახურების არხებში, მათ შორის ვებგვერდზე გამოსახული სავაჭრო ნიშნი/ლოგო სლოგანით: „UPERA - benefit the payments, „უპერა - ისარგებლე გადახდებით“ წარმოადგენს შპს „ფეი უნიქარდის“ სავაჭრო ნიშანს/სასაქონლო ნიშანს ან/და მომსახურების ნიშანს.

12.2. უპერას გადახდის არხები მათ შორის ვებგვერდი, შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებგვერდების შესახებ. უპერა არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებგვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებგვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. მომსახურების არხებში მოცემული სერვის პროვაიდერების სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, სლოგანი წარმოადგენს შესაბამისი სერვის პროვაიდერის სავაჭრო /სასაქონლო ნიშანს ან/და მომსახურების ნიშანს.

12.3. მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ უპერას ან/და სერვის პროვაიდერების სავაჭრო ნიშანი/სასაქონლო ნიშანი ცალკე ან სხვა სიტყვებთან კომბინაციაში ან ნებისმიერი სახის პრესრელიზში, რეკლამასა ან სხვა პრომო ან მარკეტინგის მასალებში ან მედიაში, იქნება ეს წერილობითი, ზეპირი, ელექტრონული, ვიზუალური ან რაიმე სხვა ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს წინასწარ ნებადართულია წერილობით სავაჭრო ნიშნის/სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ.

12.4. მომსახურების არხებში განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით. აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, რეპროდუქცია, გადაცემა ან შენახვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკუთრების უფლების, საავტორო უფლების ან სხვა არაქონებრივი უფლების მფლობელმა მისცა თანხმობა შესაბამის ქმედებაზე. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

13.1. წინამდებარე პირობებზე თანხმობით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი ეთანხმება პირობას მასზედ, რომ უპერას მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში უპერა უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების), ასევე მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებისას საუბრის ჩანაწერების დამუშავება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას; უპერას მიერ ელექტრონულ/ მომსახურების არხებში (მათ შორის ვებგვერდი, მობილური აპლიკაციები ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე, მოიცავს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემები) გამოყენებას.

13.2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას უპერაში ფისქირდება მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა შესახებ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

ა. პირადისაიდენტიფიკაციოინფორმაცია

  1. 1. პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას წარმოადგენს მონაცემები, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია. საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას საგადახდო დავალების აუცილებელ ველებში მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ შესაძლოა წარმოდგენილი იქნას გარკვეული მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი, სატელეფონო ცენტრის აუდიო ჩანაწერები მომხმარებლებთან).
  2. 2. ამასთანავე მომსახურების არხების, მათ შორის უპერას ვებგვერდის გავლით საბანკო საგადახდო ბარათების მეშვეობით საგადახდო მომსახურების ფარგლებში ფიქსირდება საბანკო საგადახდო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი მონაცემები არ ფიქსირდება და არ ინახება უპერაში, რადგან გადახდა ხორციელდება უპერას პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, უპერას ხელი არ მიუწვდება საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის საბანკო ბარათის ინფორმაციაზე.

ბ. არაპირადისაიდენტიფიკაციოინფორმაცია

  1. 1. არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას წარმოადგენს მონაცემები, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციას, კერძოდ, ამ სახის ინფორმაციას შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც მომხმარებელი იყენებს და მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. უპერას ან/და უპერას აუთსორსინგულ კომპანიებს, სერვის პროვაიდერებს ხელი მიუწვდებათ ავტომატურად მიიღონ აღნიშნული ინფორმაცია იმ დროს, როდესაც მომხმარებელი იმყოფება უპერას ვებგვერდზე.

14.1. უპერას ან/და უპერას კონტრაქტორი პარტნიორი კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-დანერგვის, უპერას კონტრაქტორ პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების მოწყობისა ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა ცალკეული მონაცემ(ებ)ი/ გარკვეული სეგმენტი (მათ შორის პერსონალური მონაცემები), უპერას პროექტ(ებ)ის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა/ /საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს უპერას კონტრაქტორ პარტნიორ კომპანიას/კომპანიებს, რაზეც მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობით უპირობოდ აცხადებს თანხმობას.

14.2. წინამდებარე შეთანხმებაზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი უპერას ანიჭებს უფლებას მასზედ, რომ უპერას მიერ მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, მიზნის ადეკვატურად და პროპოპრციულად ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, საბანკო ინფორმაცია და ა.შ ახალი აქციების, კამპანიების დაგეგმვის, მოწყობა-ორგანიზების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროექტების განხორციელების, ამასთანავე გამოთხოვილი ინფორმაციის შედარების, საქმიანობის ფარგლებში გამოყენების, ანალიზის, შენახვის ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და კომპანიის საქმიანობის ფარგლებში სხვა მიზნებისთვის.

15.1. წინამდებარე პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელი აცხადებს ცალსახა და უპირობო თანხმობას, ნებისმიერ დროს, უპერას მიერ შემდგომი დამატებითი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერი სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) უპერასგან, უპერას კონტრაქტორი პარტნიორი კომპანიებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, მის მიერ უპერაში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე მანამ, სანამ მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება.

15.2. მომხმარებლებს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ უპერას მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის სმს შეტყობინების გამოყენების შეწყვეტა (სარეკლამო-საინფორმაციო, აქციებისა და სიახლეების შესახებ სმს გამოგზავნის შეწყვეტა) შემდეგი გზებით: მობილური ტელეფონის საშუალებით. კერძოდ, სმს ტექსტის - SMS Off ჯეოსელის და ბილაინის აბონენტების მიერ 5552 ნომერზე გაგზავნით, ხოლო მაგთის აბონენტების მიერ 95552-ზე გაგზავნით. სერვისის გათიშვა შესაძლებელია კომპანიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრისა (+995 32) 2 555 222 და მომსახურების ცენტრების მეშვეობით.

15.3. უპერა პასუხს არ აგებს მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ სმს ტექსტის არასწორად ან/და ოპერატორის ნომრის შეცდომით/არასწორად მითითების გამო დამდგარ არასასურველ შედეგზე; მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს უფლება აქვს სერვისის ავტომატურად გათიშვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორთან ტელეფონის ნომერზე (+995 32) 2 555 222

15.4. უპერა უფლებამოსილია, რომ მომხმარებლებისთვის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისთვის ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე დაგეგმოს და განახორციელოს პრომო კამპანიები, გათამაშებები და აქციები, მომსახურებების პირობებზე თუ საკომისიოებზე დროებითი თუ მუდმივი ხასიათის შეღავათიანი პირობების ან/და უნიქარდთან შეთანხმებით უნიქარდის ქულების დაგროვების განსხვავებული პირობების, სქემების დაწესებით. ასეთ შემთხვევაში უპერა უფლებამოსილია ცალმხრივად დააწესოს და განსაზღვროს ნებისმიერი და ყველა წესი ან/და პირობა რაც დაკავშირებულია ზემოთ აღნიშნული პრომო კამპანიების, გათამაშებების და აქციების ორგანიზებასთან, ჩატარებასთან და პროცესთან, რაც ავტომატურად წარმოადგენს წინამდებარე პირობების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს, ასევე დამოუკიდებლად განსაზღვროს ასეთი პრომო კამპანიების, გათამაშებების და აქციების გამარჯვებულის გამოვლენის წესი და პირობები. წინამდებარე ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობაზე არ ვრცელდება ამ შეთანხმების 10.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დაცვის ვალდებულება, ამგვარი აქცია-კამპანიები ძალაშია უპერას გადაწყვეტილებისამებრ.

16.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან/და დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით.

16.2. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.

16.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან; უპერა ფორს მაჟორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინფორმაციას განათავსებს ვებგვერდზე.

16.4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორს მაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.

17.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

17.2. წინამდებარე შეთანხმების 1.3. პუნქტით განსაზღვრული პირობებით მომხმარებლის/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელის მიერ ამ შეთანხმებაზე დათანხმებითა და გადახდის არხების საშუალებით უპერას საგადახდო მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ წინამდებარე შეთანხემება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

17.3. წინამდებარე შეთანხმების პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით.

17.4. მომხმარებელთა/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელთა საჩივრების მიღება ხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგი საშუალებებით: სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით (+995 32) 2 555222, ელ ფოსტით: info@upera.ge, ან წერილობითი ფორმით.

17.5. უპერას მიერ მომხმარებლისგან/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელებისგან ტელეკომუნიკაციის საშუალებების გამოყენების გარეშე ზეპირი ფორმით საჩივრის მიღებისას, როდესაც ვერ ხერხდება მომხმარებლის პრობლემის გადაჭრა დაუყოვნებლივ, უპერა ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს/საბანკო საგადახდო ბარათის მფლობელს საჩივრის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით დაფიქსირება.

17.6. საჩივრების განხილვა ხორციელდება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 7(შვიდი) სამუშაო დღის ვადისა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ უპერა აღნიშნულ ვადაში არ განახორციელებს აღნიშნული ვადის გაგრძელებას მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

17.7. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან შეიტანონ საჩივარი ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ან საზედამხედველო ორგანოში.

17.8. ინფორმაცია უპერას საზედამხედველო ორგანოს შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებგვერდის მისამართი - www.nbg.gov.ge

17.9. საზედამხედველო ორგანო არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი უპერას მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.