This resolution is not supported!

პარტნიორობა

უნიქარდის სარეკლამო სერვისები

 

უნიქარდი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი 2010 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც უნივერსალური ლოიალობის პროგრამა, როგორც კორპორაციული კლიენტებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აძლევს საშუალებას შემატოს ღირებულება მათ შენაძენს, ხოლო თავის მხრივ უპირატესობას ანიჭებს ბიზნესებს კონკურენტუნარიან გარემოში.

2017 წლისთვის, უნიქარდი ქვეყნის მასშტაბით 6 000 - ზე მეტ სავაჭრო ქსელს მართავს, ფლობს 2 000 000 ემიტირებული ბარათის მონაცემთა უნიკალურ ბაზას და მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებას 380 იურიდიულ პირთან - საცალო მოვაჭრეებთან, ბანკებთან, დაზღვევასთან, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან, კვების ინდუსტრიებთან, კინოთეატრებთან და ა.შ. 7 წლიანი უწყვეტი საქმიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულ ინდუსტრიებში კი, განსაკუთრებულ გამოცდილებას და უპირატესობას სძენს კომპანიას.

უნიქარდს საშუალება აქვს მომხმარებლების მხრიდან ნებართვის საფუძველზე, კორპორატიულ კლიენტებს გაუზიაროს ინფორმაცია მათი ინტერესებისა და ქცევის შესახებ,   რაც კომპანიებს ეხმარებათ უფრო სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

უნიქარდის  მონაცემთა ბაზა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტანდარტული დემოგრაფიული მონაცემების გარდა, მოიცავს უნიკალური  ინფორმაციას მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესახებ.

უნიქარდის სარეკლამო სერვისების ეფექტურობას კი,   სწორედ  დეტალური სეგმენტაციისა და მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგების შესაძლებლობა განსაზღვრავს.

უნიქარდი სარეკლამო სერვისებს გარდა პარტნიორებისა, სხვა იურიდიულ პირებსაც სთავაზობს.

სარეკლამო სერვისების ჩამონათვალი:

  • SMS
  • Newsletter
  • სატელეფონო კვლევა
  • ტელემარკეტინგი
  • უნიმანია - ვებგვერდი, სადაც რეკლამის ყურების სანაცვლოდ მომხმარებელი უნიქარდის ქულებით ჯილდოვდება

 

სარეკლამო სერვისების მიღება შესაძლებელია როგორც ცალკეულად, ასევე დაპაკეტებული სახით.

 

გაიზიარეთ ჩვენი გამოცდილება და მართეთ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან!

უნიქარდის სარეკლამო სერვისებით სარეგებლობისთვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე sales@unicard.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე  +995  551 355 253