This resolution is not supported!

პარტნიორობა

ლოიალურობის პლატფორმა

უნიქარდი კომპანიებს ახალ ტექნოლოგიას - მომხმარებელთა ლოიალურობის პლატფორმას სთავაზობს.

პლატფორმის შექმნის იდეა მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ტრენდებმა და უნიქარდის პარტნიორების მოთხოვნების ანალიზმა განაპირობა, რაც გულისხმობს გაყიდვების ზრდას არსებული მომხმარებლის ლოიალურობის ზრდით და არა ახალი მომხმარებლების მოზიდვის ხარჯზე.

შედეგად, შეიქმნა მარტივი და ხელმისაწვდომი პლატფორმა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, უნიქარდის ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნან და მართონ საკუთარი ლოიალურობა და ამით გაზარდონ გაყიდვები.

 

 

პლატფორმის დანერგვით მიღებული სარგებელი

ლოიალურობის ტექნოლოგიების დანერგვა მომენტალურად არის შესაძლებელი და ის ნებისმიერი ზომის კომპანიას, ნებისმიერი რაოდენობის ფილიალით და ნებისმიერ სეგმენტში აძლევს შესაძლებლობას, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე შექმნას და მართოს საკუთარი ლოიალურობა, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ:

-         აღრიცხონ მომხმარებლები;

-         შეისწავლონ მათი ქცევა, ვიზიტები და დანახარჯები;

-         განახორციელონ სწორი სეგმენტაცია;

-         თითოეული სეგმენტისთვის შექმნან მათზე მორგებული კამპანიები;

-         განახორციელონ მომხმარებელთა კომუნიკაცია საკუთარი სახელით;

პლატფორმა მარტივია და  მასში 30-მდე შაბლონური  აქციაა გაწერილი.

 მას შემდეგ, რაც კომპანია მისთვის სასურველ აქციას შეარჩევს, მისი გაწერა 5 წუთშია შესაძლებელი.

პლატფორმას, ასევე, აქვს შესაძლებლობა, კომპანიებმა მომხმარებლებს აცნობონ სიახლეების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, ან მიულოცონ დღესასწაულები.

პლატფორმის დანერგვის შემდეგ, კომპანიის ლოიალური მომხმარებლები დაჯილდოვდებიან ქულებით, საჩუქრებით და ფულად ვაუჩერებით. დასაჩუქრებული და კმაყოფილი მომხმარებელი კი კომპანიას განმეორებითი ვიზიტებით უხდის მადლობას, რაც გაყიდვებს ზრდის.

 

კომპანიებს, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი ბარათი, უნიქარდი სთავაზობს როგორც ლოიალურობის პლატფორმის პარალელურად დანერგვას, ისე კონსულტაციებს მათივე ბარათის ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით.

 

იხილეთ სტატია ლოიალურობის პლატფორმის შესახებ