This resolution is not supported!

ბარათი მოითხოვე ქართული


2017  წლის აპრილიდან უნიქარდი ახალ პროექტში ჩაერთო და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, მოითხოვე ქართულის პროექტის ფარგლებში ახალი ბარათი „მოითხოვე ქართული“ გამოუშვა.

პროექტი სოციალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ახალი ბარათი, „მოითხოვე ქართული“ წაახალისებს მცირე  და საშუალო მეწარმეებს, სავაჭრო ობიექტებსა და მომხმარებლებს ქართული პროდუქტის წარმოებაში, რეალიზაციასა და შეძენაში.

მომხმარებლები ბარათზე „მოითხოვე ქართული“, უნიქარდის ქულებთან ერთად დამატებით „ქართულებს" დააგროვებენ.

„ქართულების“ დაგროვება ყველანაირ ქართულ პროდუქტზე სუპერმარკეტებში „სმარტი“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „იოლი“ და „ფუდმარტი“ იქნება შესაძლებელი.

ბარათის მფლობელები უნიქარდის ქულების დახარჯვას ჩვეულებისამებრ ონლაინ კატალოგში www.unicard.ge, ან პარტნიორ კომპანიებში შეძლებენ. „ქართულები“ ბარათზე უნიქარდის ქულებისგან დამოუკიდებლად  გროვდება.  დაგროვებული „ქართულების“ მიხედვით,  პროექტის ფარგლებში, წამახალისებელი კონკურსები და დაჯილდოებები ყოველ თვე გაიმართება. გამოვლინდებიან ყველაზე მეტი „ქართულების“ მფლობელი მომხმარებლები, რომლებიც  სხვადასხვა პრიზებით და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატებით დასაჩუქრდებიან.