This resolution is not supported!

უნიქარდის და ვითიბი ბანკის ერთობლივი ბარათი - დააგროვე უნიქარდის ქულები ყველგან!

 

უნიქარდმა და ვითიბი ბანკმა მომხმარებელს  უნივერსალური ერთობლივი ბარათი შესთავაზეს.

ერთობლივი ბარათი წარმოადგენს VISA-ს კლასიკის ტიპის ბარათს, რომელიც სტანდარტული საბანკო ბარათისა და უნიქარდის ყველა ფუნქციას აერთიანებს. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც თანხის გადახდა, ასევე უნიქარდის ქულების დაგროვება.

ერთობლივი ბარათით თანხის გადახდისას  უნიქარდის ქულების დაგროვება ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტშია შესაძლებელი. უნიქარდის პარტნიორ კომპანიებში აღნიშნული ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს ერიცხებათ როგორც სტანდარტული ქულები უნიქარდის პარტნიორებისგან, ასევე დამატებითი ქულები ვითიბი ბანკისგან.

ბარათი უფასოა და გაიცემა მარტივად - მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.

ბარათის მიღება შესაძლებელია  ვითიბი ბანკის ფილიალებში.

აიღე ბარათი დღესვე და  არ გაუშვა შანსი დააგროვო უნიქარდის მეტი ქულა.