This resolution is not supported!

საახალწლო აქცია - ჯილდო ფეიუნიქარდისგან

10/12/2021

საახალწლო ჯილდო ერთგულ მომხმარებელს - ფეიუნიქარდი UNIcard Visa/Mastercard ბარათის მფლობელებს  წამახალისებელ აქციას სთავაზობს.

დეკემბერში ჩვენი ბარათებით გადახდა კიდევ უფრო სასარგებლო და სახალისოა -  5 დღიანი მოგზაურობა 2 პერსონაზე ბათუმში, სასტუმრო „ლე პორტში“;  weekend ტური  2 პერსონაზე სიღნაღის სასტუმრო „კაბადონში“; ტექნიკის მაღაზია ბეკოს 300 ლარიანი ვაუჩერი; ICR ჯგუფის მაღაზიების 200 ლარიანი ვაუჩერი - ამ საჩუქრების მიღების შანსი UNIcard Visa/Mastercard ბარათების ყველა მფლობელს აქვს. მთავარია, იაქტიუროთ - გადაიხადე UNIcard Visa/Mastercard ბარათით ყველაზე მეტჯერ 10-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, მოხვდი 10 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს შორის და მიიღე საახალწლო ჯილდო ფეიუნიქარდისგან!

გამარჯვებულებს ჯილდო  2022 წლის იანვრის დასაწყისში გადაეცემათ.

 დეტალური პირობები:

  • აქციაში მონაწილეობს მინიმუმ 10 ლარიანი გადახდა, რომელიც განხორციელდება   UNIcard Visa/Mastercard ბარათით ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტში, ასევე ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე;
  • ერთსა და იმავე ობიექტში 20 წუთის ინტერვალით შესრულებული ტრანზაქცია ითვლება ერთ გადახდად
  • 24 საათის განმავლობაში, ერთსა და იმავე ობიექტში განხორციელებული  მაქსიმუმ  3 გადახდის ოპერაცია მიიღებს აქციაში მონაწლეობას
  • ერთი ტრანზაქციის ფარგლებში ნებისმიერი თანხა, რომელიც აღემატება 10 ლარს, ჩაითვლება გადახდის 1 ოპერაციად
  • ამ აქციის და მის პარალელურად მიმდინარე უნიქარდის აქციის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ერთი და იგივე მომხმარებელი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ერთი აქციის გამარჯვებული
  • გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკრეტული საგადახდო ბარათით ნაწარმოები გადახდის ოპერაციების რაოდენობის შესაბამისად
  • გადახდის თარიღად ჩაითვლება ბარათით წარმოებული რეალური გადახდის თარიღი, აქციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ დადასტურებული ტრანზაქციები
  • გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნიქარდის და ფეიუნიქარდის თანამშრომლები

გისურვებთ წარმატებას!