This resolution is not supported!

უნიქარდის ქსელს მაღაზია "Gepherrini" შემოუერთდა

15/02/2018

ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი "Gepherrini" უნიქარდის პარტნიორია.  "Gepherrini" - ს  დამფუძნებლების სურვილი იყო შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. წარმოების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ გამოუშვეს პირველი პროდუქცია. დღეს უკვე "Gepherrini" - ს  ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის თუ აქსესუარის წარმოება შეუძლია. იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხში დარწმუნებულიყო მომხმარებელი, "Gepherrini" - მა  პირველად საქართველოში, დააწესა გაყიდულ პროდუქციაზე ხარისხის გარანტია, ტყავის შემცვლელებზე - 6 თვიანი, ნატურალურ ტყავებზე - 12 თვიანი. საგარანტიო მომსახურეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბრენდის მიმართ გაზარდა ნდობა.

ბრენდის მთავარი მიმართულება არის განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ჩანთის/აქსესუარების წარმოება და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

"Gepherrini" - ში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის მომხმარებლები 1 ქულას დააგროვებენ.