This resolution is not supported!

გეფერინი

1.1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

"Gepherrini" პირველი ქართული ბრენდია, რომელიც აწარმოებს ჩანთებსა და აქსესუარებს. დამფუძნებლების სურვილი იყო,შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. წარმოების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ გამოუშვეს პირველი პროდუქცია. დღეს უკვე "გეფერინს" ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის თუ აქსესუარის წარმოება შეუძლია. იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხში დარწმუნებულიყო მომხმარებელი, "გეფერინმა" პირველად საქართველოში, დააწესა გაყიდულ პროდუქციაზე ხარისხის გარანტია, ტყავის შემცვლელებზე - 6 თვიანი, ნატურალურ ტყავებზე - 12 თვიანი. საგარანტიო მომსახურეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბრენდის მიმართ გაზარდა ნდობა.
ბრენდის მთავარი მიმართულება არის განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ჩანთის/აქსესუარების წარმოება. "გეფერინს" ბაზარზე შესვლის დღიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებაც გამოიწვია. საწყის ეტაპზე საქართველოში გაიხსნა მაღაზია და სხვადასხვა გაყიდვის წერტილი. ერთი წლის შემდეგ პირველი ექსპორტი დაფიქსირდა. ეტაპობრივად დაემატა კიდევ 6 ქვეყანა და დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

პროდუქცია/მომსახურება:
ჩანთები, საფულეები, ქამრები.

ტელეფონი: (032) 2 52 94 44; 555 00 00 54
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 11:00 - 21:00