This resolution is not supported!

უნიქარდისა და გენი ქართულის პროექტს „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის“ ალტაოქეი შემოუერთდა

13/07/2017

unicardდღეიდან, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ალტაოქეის მაღაზიებში პროდუქციის შეძენისას,  ბარათის „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის“ მფლობელები 15%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ფასდაკლების მოცულობა განისაზღვრება ადგილზე,  ბარათის მფლობელის მიერ პროდუქციის შეძენისას.

„უნიქარდი დიდი ოჯახისათის“ უნიქარდისა და  ორგანიზაცია გენი ქართულის ერთობლივი პროექტია.

გენი ქართული  არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი მრავალშვილიანობის წახალისებითა და მხარდაჭერით ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მრავალშვილიან მშობლებად მოიაზრებიან ადამიანები, რომლებსაც  სამი და მეტი შვილი ჰყავთ.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ბარათი „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის”, რომელიც ინარჩუნებს უნიქარდის ბარათის ძირითად ფუნქციას და ასევე საშუალებას აძლევს მის მფლობელებს მიიღონ განსხვავებული, გამორჩეული და მუდამ განახლებადი შეთავაზებები უნიქარდის სხვადასხვა პარტნიორი კომპანიისგან - გაზრდილი ქულები, საჩუქრები, ფასდაკლებები და ა.შ. ბარათის მფლობელებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ უნიქარდის სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიებში.

ბარათის „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის“ მიღება და რეგისტრირება  უნიქარდის სერვისცენტრშია შესაძლებელი.

ასევე, თუ მრავალშვილიანი მშობელი უკვე არის უნიქარდის ბარათის მომხმარებელი, ძველ ბარათზე არსებული ქულების ახალ ბარათზე გადატანას  შეძლებს უნიქარდის სერვის ცენტრის, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით.

პროექტში ჩათული კომპანიების ჩამონათვალი