რამდენ ქულას დავაგროვებ
This resolution is not supported!

უნიქარდი დიდი ოჯახისთვის

 

უნიქარდისა და ორგანიზაცია გენი ქართულის ეგიდით ახალი პროექტი - დიდი ოჯახისთვის განხორციელდა.

გენი ქართული წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მათი მიზანია მრავალშვილიანობის წახალისებითა და მხარდაჭერით ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

მრავალშვილიან მშობლებად მოიაზრებიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ახალი ბარათი უნიქარდი დიდი ოჯახისთვის, რომელიც ინარჩუნებს უნიქარდის ბარათის ძირითად ფუნქციას და ასევე საშუალებას აძლევს მის მფლობელებს მიიღონ განსხვავებული, გამორჩეული და მუდამ განახლებადი შეთავაზებები უნიქარდის სხვადასხვა პარტნიორი კომპანიისგან - გაზრდილი ქულები, საჩუქრები, ფასდაკლებები და ა.შ. ბარათის მფლობელებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ უნიქარდის სხვადასხვა წამახალისებელ კამპანიებში.

ბარათის „უნიქარდი დიდი ოჯახისთვის“ გაცემა და რეგისტრირება მოხდება უნიქარდის სერვისს ცენტრში.

ასევე თუ მრავალშვილიანი მშობელი უკვე არის უნიქარდის ბარათის მომხმარებელი, ძველ ბარათზე არსებული ქულების ახალ ბარათზე გადატანას  შეძლებს უნიქარდის სერვისს ცენტრის, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით.

იხილეთ უნიქარდის პარტნიორების ჩამონათვალი, რომლებიც განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობენ მრავალშვილიან ოჯახებს:

 

მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 50%-იანი ფასდაკლება 10 და 12 ლარიან ბილეთებზე

მთაწმინდის პარკი - გა2მაგებული ქულები

წიგნები ვაკეში - გა2მაგებული ქულები

ბებე+  - 10% ფასდაკლება არაფასდაკლებულ პროდუქციაზე, 5% ფასდაკლება ფასდაკლებულ კოლექციაზე

ემ ფარმა - გა2მაგებული ქულები  

ლოსთ სითი - 50%-იანი ფასდაკლება დაბადების დღის აღსანიშნავად

ლოსთ ლოქი - 20%-იანი ფასდაკლება დაბადების დღის აღსანიშნავად

ალტა ოქეი - 15%-მდე ფასდაკლება 

ბუმბუმი - გა2მაგებული ქულები    

ვენისე - 15%-იანი ფასდაკლება არაფასდაკლებულ კოლექციაზე 

დოკტას & კელებეკი - გა2მაგებული ქულები     

მეიბილინ-ლორეალი - გა2მაგებული ქულები    

სასტუმრო რიწა - 10%-იანი ფასდაკლება

ტაქსი პრიუსი - გა2მაგებული ქულები

ზაზანოვა - 30%-იანი ფასდაკლება 

ანე როშე - გა2მაგებული ქულები    


 

 

     

 

    

 

 

    

                   

                        

 

 

 

 

უნიქარდის სხვა პარტნიორები