This resolution is not supported!

სოკარი და სოკარ გაზი უნიქარდის პარტნიორები გახდნენ!

24/05/2013

უნიქარდის მილიონზე მეტ მომხმარებელს ახლა უკვე საშუალებ აქვს ისარგებლოს როგორც ვისოლის, ასევე სოკარის ქსელით და დააგროვოს ქულები უნიქარდზე. უნიქარდზე ქულების დაგროვება შესაძლებელია როგორც ბენზინის და დიზელის ჩასხმისას ასევე გაზით დატუმბვის დროს.

სოკარის საწვავი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის სერვისსა და ჩასხმის სიზუსტეს. იგი ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს, 100-ზე მეტ ბენზინ და გაზგასამართ სადგურს.