This resolution is not supported!
250 99
ქულა

გუდამაყარი-შემოდგომის ფერები

ID 0114-0011
0
დარჩენილია

  • მომწოდებელი: მწვანე ზებრა

გუდამაყარი-შემოდგომის ფერები  19 ნოემბერი (რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, ისტ. გუდამაყარი)

https://www.facebook.com/greenzebrahiking/

ტურის საფასურში შედის: 1 ადამიანის მგზავრობა და სალაშქრო გიდის მომსახურება;

შეხვედრის დრო და ადგილი:19.11.2017 09:00 სთ. M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)

ხანგრძლივობა: 1 დღე 

სირთულე: მარტივი 

კატეგორია: ფეხტური; კულტური;

ფეხით გასავლელი მანძილი: 5 კმ.

ღირსშესანიშნაობანი: 
შემოდგომისფერი გუდამაყარი;
ანანური;
ხედები ჟინვალის წყალსაცავზე;
თეთრი და შავი არაგვის შეერთების ადგილი ფასანაურში;
გუდამაყრის ხეობა;
დუმაცხო;
ჩოხი;
კიტოხი;

ამინდი: 

გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა;

 

  • შეკვეთის დაფიქსირება აუცილებელია გამგზავრებამდე  5 დღით ადრე;
  • შესაძლებელია სხვა პირ(ებ)ისთვის ტურის შეკვეთა;
  • საჭიროა შეკვეთის უნიკალური სმს კოდის წარდგენა;
  • შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია გამგზავრებამდე 4 დღით ადრე, სხვა შემთხვევაში ქულები დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.


აუცილებელი: 
მოსახერხებელი ფეხსაცმელი;
1 დღის სამყოფი საკვები და წყალი;
პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი.
 

სასურველი:
საწვიმარი;
თბილი მოსაცმელი;


იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომლის შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:

1. გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი;
2. ლაშქრობის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორს და ასრულებს მის მითითებებს;
3. შეკრების ადგილზე არავინ მიდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება;
6. საკვებს შეექცევით ყველა ერთად;
7. ნაგავს არ ყრით: ტრანსპორტში/ტრანსპორტიდან, ქალაქში, გზაში, სოფელში, ბანაკში, მდინარეში, ტყეში, კლდე-ღრეში;
8. თამბაქოს მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება; 
9. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: 
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
10. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წაყვანა (წინასწარ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას);

ამინდი: გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა.

 

საყურადღებო ინფორმაცია:

1. უნიტურის სარეკლამო პირობა
უნიტური წარმოადგენს უნიქარდის სარეკლამო პროდუქტს. შესაბამისად ტური ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ შეიძინონ  ტური შეღავათიან ქულად, უნიქარდის პიარ/მარკეტინგულ აქტივობაში ჩართვის სანაცვლოდ. მომხმარებელი აღნიშნული ტურის შეძენის შემთხვევაში ვალდებულია:
• უნიქარდისთვის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი სახით/ფორმით გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე;
• მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის უნიქარდისთვის მიწოდებაზე; 
• უნიქარდისთვის მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალის სარეკლამო-მარკეტინგული არხების საშუალებით (ვებ გვერდი, ვებ ბანერი, ტელე/რადიო გადაცემები, სარეკლამო კლიპები) გასაჯაროების უფლების მინიჭებაზე.
2. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურის დაკვეთის მომენტიდან დაუშვებელია მასში რაიმე სახის ცვლილება.