This resolution is not supported!

უნიქარდი თბილისის საბავშვო ფესტივალზე!

24/08/2020

5 სექტემბერს მუშტაიდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სახალისო თამაშებში, შეჯიბრებებსა და ვორქშოპებში. მშობლებს კი საშუალება ექნებათ, მიიღონ განსაკუთრებული ფასდაკლებები საბავშვო პროდუქციაზე, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და მიიღონ კონსულტაციები წამყვანი სპეციალისტებისაგან.

აქვე დაგხვდებათ უნიქარდის კუთხე, სადაც ჩვენს წარმომადგენელს თქვენი პატარებისთვის მზად ექნება სხვადასხვა თამაშები და პრიზები.

შეუქმენით დაუვიწყარი დღე თქვენს პატარებს 5 სექტემბერს!

ფესტივალი გაგრძელდება 12:00-დან 20:00-მდე.