This resolution is not supported!

უნიქარდის ახალი პარტნიორი „მჭედლის სახლი“ მოხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობს

22/08/2018

ჩვენი ახალი პარტნიორი საოჯახო ტიპის სასტუმრო „მჭედლის სახლი“ უნიქარდის მომხმარებლებს სექტემბრამდე 40% იან ფასდაკლებას სთავაზობს, სასტუმროს სრულ სერვისზე.

სასტუმრო მდებარეობს სურამში, საკურორტო ზონაში, საკუთარი დაცული ტერიტორიით  ზინდისის ტყე-პარკში.

მყუდრო, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო,  სურამისთვის დამახასიათებელი სუფთა ჰაერი,  ნატურალური პროდუქტებით დამზადებული საკვები. სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ნივთით.

სასტუმროს ტერიტორია დაყოფილია დასასვენებელ და გასართობ ზონებად, რაც დასვენებას უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის, როგორც ზრდასრული, ასევე მცირეწლოვანი სტუმრებისთვის.

„მჭედლის სახლში“ დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 1 ქულა გროვდება.

მისამართი: სურამი, გოჩა დევაძის ქ. #6