This resolution is not supported!

უნიქარდის ელექტრონული თამაშის გამარჯვებულ, ზაზა იამანიძეს მთავარი პრიზი Iphone X გადაეცა

07/08/2018

უნიქარდის ელექტრონული თამაშის - მოიგე Iphone X-ის,  გამარჯვებული ქუთაისელი ზაზა  იამანიძე გახდა. მას გათამაშების მთავარი პრიზი Iphone X, უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჯიმი არჩვაძემ გადასცა  უნიქარდის ქ. ქუთაისის მომსახურების ცენტრში.

კომპანია უნიქარდი ულოცავს ზაზა იამანიძეს ელექტრონულ თამაშში გამარჯვებას და მთავარი პრიზის Iphone X მოგებას!

თამაშის პირობის თანახმად, გამარჯვებულმა პირველმა განახორციელა უნიქარდის პარტნიორ ობიექტებში ოცლარიანი და მეტი თანხის ოდენობით 60 ტრანზაქცია და პირველმა გადალახა 60-ვე ეტაპი. 

Iphone X-თან ერთად გამარჯვებულმა, საჩუქრად მიიღო ელექტრონული თამაშის 30-ე და მე-60 ეტაპზე გარანტირებული 30 და 60 უნიქარდის ქულა.

უნიქარდის ელექტრონული თამაში - მოიგე Iphone X გრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით, დანარჩენ მონაწილეებს 30-ე და მე-60 ეტაპზე გარანტირებული 30 და 60 უნიქარდის ქულის მოგების შანსი აქვთ.

უნიქარდის მსგავს წამახალისებელ აქციას მომავალშიც ხშირად შესთავაზებს ერთგულ მომხმარებლებს.