This resolution is not supported!

უნიქარდის ქსელში გასართობი ცენტრი Happy Lounge ჩაერთო

08/06/2018

გასართობის ცენტრი ჰეფი ლაუნჯი გმირთა მოედანზე მდებარეობს და მას 2004 წლიდან „ალადინის“ სახელით იცნობდნენ.  

დღესდღეობით ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბირინთი ატრაქციონებით, ბურთების აუზით, ლაზერული ომების თამაშებით, უამრავი ზღაპრის გმირით, საუკეთესო ანიმატორების მიერ წაყვანილი პროგრამებით, VR - თამაშებით, X-Box თამაშებით და ცეკვებით.

„ჰეფი ლაუნჯს“ გთავაზობთ გამოძახების სერვისს, რაც გულისხმობს ღონისძიებების მოწყობას თქვენთვის სასურველ ადგილას, წამყვანებით, გმირებით, სათამაშო რეკვიზიტებით, დეკორაციებით, მუსიკალური აპარატურით, კარაოკე აპარატურით, პროექტორით, X-box-ით, ფეიერვერკებით და ა.შ.

„ჰეფი ლაუნჯის“ დღევანდელი გარემო მისაღებია ყველა ასაკის მომხმარებლისათვის, ღონისძიებებს აწყობენ როგორც ერთი წლის ბავშვებისთვის, ისე სასკოლო კარნავალებისთვის, საბავშვო ბაღის ზეიმებისთვის, თინეიჯერებისთვის, და უფროსებისთვისაც კი - Bachelorette Party (წინა საქორწინო საღამო) და Baby Shower (წვეულება ორსულთათვის).

„ჰეფი ლაუნჯში“ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის 1 ქულა გროვდება.

მისამართი: საბურთალო, მერაბ კოსტავას, 63