რამდენ ქულას დავაგროვებ
This resolution is not supported!

„ეკოგაზი“ უნიქარდის ქსელს შემოუერთდა

21/05/2018

გაზგასამართი სადგურების ქსელი ეკოგაზი უნიქარდის პარტნიორი გახდა.

“ეკოგაზი” 2006 წელს დაარსდა და ფუნქციონირება ერთი გაზგასამართი სადგურით დაიწყო. ამჟამად კი კომპანია უკვე 4 გაზგასამართი სადგურით არის წარმოდგენილი თბილისის მასშტაბით.

ყოველ დახარჯულ 10 ლარზე "ეკოგაზში" უნიქარდის 1.9 ქულა გროვდება.

ასევე შესაძლებელია "ეკოგაზის" ტალონების შეძენა უნიქარდის ქულებითაც, ონლაინ კატალოგში.

“ეკოგაზი” ფილტრაციის თანამედროვე სისტემით უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, მინარევებისგან გაწმენდილ, გაციებულ, დაწნეხილ ბუნებრივ გაზს სთავაზობს.

გაზგასამართი სადგურები აღჭურვილია იტალიური ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

კომპანიის ამოსავალი წერტილია მომხმარებლის ინტერესებისა და სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

“ეკოგაზში” მუდმივად მოწმდება უსაფრთხოების ნორმები. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი კი ზრუნავს კომფორტული გარემოს შექმნასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

იხილეთ მისამართები