This resolution is not supported!

ფუნდუკი უნიქარდის ქსელს შემოუერთდა

13/03/2018

ფუნდუკი უნიქარდის ქსელს შემოუერთდახელნაკეთი ავეჯისა და ნივთების მაღაზია სალონი-ფუნდუკი უნიქარდის პარტნიორი გახდა.

ფუნდუკი – ერთადერთი და განუმეორებელია მთელს თბილისში. მათი ხელნაკეთი, მრავალფუნქციური ავეჯი გაგიმარტივებთ ცხოვრებას. სკამები, თაროები და მაგიდები ფაზლივით იწყობა, ამიტომ ყოველთვის შეიძლება მათი მარტივად დაშლა და ერთი ოთახიდან ან ბინიდან მეორეში გადატანა. ამ საქმის წამოწყების მთავარი იდეაც ეს იყო: მარტივი, კომფორტული და მისაღები ფასის ავეჯი, რომელიც ნებისმიერ თანამედროვე სახლს მოერგებოდა.

ავეჯის გარდა აქ იპოვით ძალაინ საინტერესო სუვენირებს, ვაფლის ფერად პირსახოცებს, მაისურებს, ჰუდებს და ნაჭრის ჩანთებს ფუნდუკის ორიგინალური პრინტებით.

როგორც კი ფეხს შედგამთ ფუნდუკის მაღაზიაში, მაშინვე იდეებით აივსებით, თუ როგორ მოაწყოთ საკუთარი კუთხე მარტივად და თანამედროვედ.

ფუნდუკში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე უნიქარდის მომხმარებლები 1.1 ქულას დააგროვებენ.

მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8, ფაბრიკა.