This resolution is not supported!

ინოვაციური კონცეფციის მაღაზია #მხოლოდქართული უნიქარდის ქსელში ჩაერთო

20/02/2018

ინოვაციური კონცეფციის მაღაზია #მხოლოდქართული უნიქარდის ქსელში ჩაერთომაღაზია #მხოლოდქართული უნიქარდის ქსელს შემოუერთდა.

მაღაზია მომხმარებლებს  მხოლოდ საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტს სთავაზობს.

მაღაზიაში უკვე არსებობს 400-ზე მეტი დასახელების მხოლოდ ქართული პროდუქცია. უახლოეს მომავალში ამ ციფრის გაორმაგება და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება იგეგმება. აღნიშნული იდეის მთავარი მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. დამწყებ ქართულ საწარმოებს საშუალება აქვთ უკვე შემდგარი ბრენდების გვერდით განათავსონ თავიანთი პროდუქცია. მაღაზიაში მოსულ მომხმარებლებს ადგილზე დახვდებათ ისეთი პროდუქციაც, რომლის შესახებაც აქამდე არ სმენიათ.

უნიკალური კონცეფციის მქონე მაღაზიამ მცირე და საშუალო მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მისცა. #მხოლოდ ქართული  ასრულებს  შუამავალი რგოლის ფუნქციას მეწარმეებსა და მომხმარებელს შორის. ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს წინსვლასა და განვითარებაში, ახალ მეწარმეებს კი თავის დამკვიდრებაში ეხმარება. თავის მხრივ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა ადგილი, სადაც განთავსებულია მხოლოდ ქართული პროდუქცია. #მხოლოდქართულში მოსახვედრად კომპანიები მხოლოდ ერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - ნებისმიერი პროდუქტი უნდა იყოს წარმოებული საქართველოში და აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.

უნიქარდის მომხმარებლები  #მხოლოდქართულში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 ქულას აგროვებენ.