This resolution is not supported!

უნიქარდის ქსელს “Crafting Corner 23“ შემოუერთდა

16/02/2018

უნიქარდის ქსელს “Crafting Corner 23“  შემოუერთდაCrafting Corner 23“ - სივრცე, რომელიც აერთიანებს მაღაზიას, სახელოსნოს და კაფეს უნიქარდის პარტნიორი გახდა.

მაღაზიაში შესაძლებელია ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების შეძენა, კაფეში - სასიამოვნო გარემოში მეგობრებთან ერთად დროის გატარება.თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე სივრცე, გათვლილია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელზე.

„Crafting Corner 23“-ში შეძლებთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მოიძიოთ სასურველი ნივთი.

მომხმარებლებს საშუალება აქვთ Facebook - ის გვერდზე დაათვალიერონ მაღაზიაში განთავსებული ნივთები, ან წინასწარ შეუკვეთონ სასურველი ნივთი და დამზადების შემდგომ შეიძინონ მაღაზიაში.

უნიქარდის მომხმარებლები „Crafting Corner 23“-ში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1.1 ქულას დააგროვებენ.