წინასაახალწლო ივენთი: ჯგუფი „არა“, Wylti
18/12/2017
23 დეკემბერს თბილისის ივენთ ჰოლი უნიქარდის მიერ ორგანიზებულ წინასაახალწლო ივენთს უმასპინძლებს. ივენთზე დასწრებას თსუ-ს სტუდენტები სპეციალურ ფასად შეძლებენ.
ივენთს გახსნის სტუდენტებისთვის საყვარელი ჯგუფი „არა“, ყველასათვის საყვარელი ჰიტებით, რომელსაც მოყვება ქართული მუსიკალური პროექტი Wylti, რომელიც Ambient/Chillout ჟღერადობის live-ს შემოგვთავაზებს და დაასრულებს DJ სეტით.
ღონისძიების გენერალური სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტაოქეი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება კვირის განმავლობაში ვებგვერდიდან tkt.ge და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
21:00 - ჯგუფი არას ცოცხალი კონცერტი
23:00 - Wylti live + DJ Set
ბილეთის ფასი: 25 GEL
ბილეთის ფასი თსუ-ს სტუდენტებისთვის: 5 GEL
გელოდებით: 20:30-დან
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
