ვისოლის ქსელში გა2მაგებული ქულების აქცია დაიწყო
დღეიდან ვისოლის და უნიქარდის გაორმაგებული ქულების საახალწლო აქცია დაიწყო.
უნიქარდის მფლობელები ვისოლის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, საწვავის (ბენზინის და დიზელის) შეძენისას გაორმაგებული ქულებით დასაჩუქრდებიან. აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ვისოლის ავტოგასამართი სადგურების ქსელი უნიქარდის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი პარტნიორია. დღესდღეობით უნიქარდის 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს ვისოლში. დაგროვებული ქულებით კი უნიქარდის მფლობელებმა უკვე 3 მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღეს. ქულების სანაცვლოდ საჩუქრად ვისოლის უმაღლესი ხარისხის საწვავის მიღებაცაა შესაძლებელი.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს გამორჩეულად მაღალი ხარისხის ეკოს პროდუქტებსა და ევროპული სტანდარტების მომსახურებას სთავაზობს.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
