This resolution is not supported!

დააყენე უნო - გაიმარტივე ქულების დაგროვება ონლაინ შოპინგისას

05/12/2017

ქულების დაგროვება ონლაინ შოპინგისას გამარტივდადღეიდან უნიქარდის მომხმარებელს, რომელიც ონლაინ შოპინგით არის გატაცებული ქულების გამარტივებული სახით დაგროვების შესაძლებლობა ეძლევა. უნო - ბრაუზერების დამატებითი პროგრამული სერვისია, რომლის ინსტალაციის შემდგომ  ბრაუზერის ისტორიის და ე.წ cookies გასუფთავების გარეშე, ღილაკის გააქტიურების შემდეგ მარტივად ახდენს უნიქარდის ქულების დარიცხვას მითითებულ ანგარიშზე.

გარდა გამარტივებული მომსახურებისა, იმისათვის, რომ გამოიყენოთ ყველა შანსი უნიქარდის ქულების დასაგროვებლად ონლაინ სივრცეში, უნო ყოველთვის შეგახსენეთ რომელ მაღაზიაში რამდენი ქულა გროვდება.

ასევე მარტივად, ვებ გვერდზე ძებნის გარეშე შეძლებთ იხილოთ უნიქარდის ონლაინ პარტნიორების სრული ჩამონათალი და მოძებნოთ თქვენთვის საყვარელი მაღაზია უნოს ფუნქციონალში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნოს ინსტალაციის მიუხედავად ონლაინ მაღაზიის კალათა უნდა იყოს გასუფთავებული, ხოლო რაც შეეხება ბრაუზერის ისტორიას და ე.წ cookies, ამაზე უნო იზრუნებს.

 დაყენება