უნიქარდის ქსელს ტურისტული კომპანია „ინტერლაინი“ შემოუერთდა
13/10/2017
ტურისტული კომპანია „ინტერლაინი“ უნიქარდის პარტნიორი გახდა. „ინტერლაინი“ 2005 წელს დაარსდა და წარმატებით მუშაობს, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კვალიფიციური და მეგობრული პერსონალი, სწრაფი და მომხმარებელზე მორგებული სერვისი - ეს ყველაფერი ერთობლიობაში წარმატების საწინდარია.
„ინტერლაინი“ გთავაზობთ ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით და სხვადასხვა სახის ტურებს საქართველოში: ეკო ტურები (საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე), კულტურული ტურები, ლაშქრობა, პილიგრიმული ტურები (ეკლესია-მონასტრების მოლოცვა), სპელეო ტურები, ღვინის ტურები, „ჯიპ“ ტურები, საცხენოსნო ტურები, გამაჯანსაღებელი ტურები.
„ინტერლაინში“ უნიქარდის მომხმარებლები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1.1 ქულას დააგროვებენ.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
