This resolution is not supported!

გაერთეთ და დაისვენთ ბათუმში, უნიქარდის ახალ პარტნიორებთან

11/10/2017

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის -  უნიქარდის ქსელს გართობისა და მოგზაურობის სექტორის რამდენიმე პარტნიორი შემოუერთდა!

 თუ კრეატიული და ორიგინალური საღამოს მოწყობა გნებავთ, სადღესასწაულო კომპანია არტ სტუდიოს უნდა მიმართოთ, რომელიც დაგეხმარებათ ქორწილის, ბანკეტის, დაბადების დღის, იუბილეს, კერძო და კორპორაციული წვეულებების დაგეგმვა-ორგანიზებაში. არტ სტუდიო, ასევე, გთავაზობთ ორიგინალურ შოუ-პროგრამებს. 

მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა, 38

კომფორტულ და დაუვიწყარ დასვენებას  სასტუმრო ირეპალასი გთავაზობთ, რომელიც  მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ უბანში.  კომფორტულ ნომრებიდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედები. სასტუმროს ნომრების მრავალფეროვნება თითოეულ დამსვენებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მისთვის სასურველი გარემო. თითოეული ნომერი შექმნილია ევროპული დიზაინით და აღჭურვილია კონდიცირების სისტემით, მინი ბარით, სეიფით, ტელევიზიით, უფასო Wi-Fi.

მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა, 26

თქვენი პატარების დაუვიწყარ დაბადების დღეზე სადღესასწაულო ცენტრი დისნეილენდი იზრუნებს. ანიმატორები და მომსახურე  პერსონალი თქვენ და თქვენს სტუმრებს საუკეთესო განწყობას შეგიქმნით. მრავალფეროვანი პროგრამა ასაკზე მორგებული და ინდივიდუალურია.

მისამართი: ბათუმი, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა, 11

პაბი პრაღა - ეს არის ადგილი მეგობრებთან შესახვედრად, ფეხბურთის მოყვარულთათვის, გასართობად და ნამდვილი ჩეხური ლუდის დასაგემოვნებლად.

მისამართი: ბათუმი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, 8

რესტორანიროიალბათუმი არის ადგილი, სადაც დააგემოვნებთ ქალაქში საუკეთესო მთიულურ და მცხეთურ ხინკალს, ნამდვილ ჩეხურ ლუდს.

ქართულ-ევროპული სამზარეულო, სასიამოვნო გარემო - იდეალური ადგილია სადღესასწაულო ღონისძიებებისა და კორპორაციული საღამოების მოსაწყობად.

მისამართ:  ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა, 36