This resolution is not supported!

ახალი პარტნიორები ბათუმში - უნიქარდს 3 სუპერმარკეტი შემოუერთდა

09/10/2017

სასიამოვნო სიახლე უნიქარდის ბათუმელი მომხმარებლებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის: ბათუმში უნიქარდის ქულების დაგროვება კიდევ 3 სუპერმარკეტშია შესაძლებელი! უნიქარდის ქსელს ელიტ მარკეტი, სუპერმარკეტი და მარკეტი შემოუერთდნენ.

ელიტ მარკეტში  მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები. უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასები - ელიტ მარკეტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

სუპერმარკეტსა და მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ კვების პროდუქტები და ყოველდღიური მოხმარების საგნები ხელსაყრელ ფასად.

სამივე სუპარმარკეტში უნიქარდის მომხმარებლები ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 ქულას დააგროვებენ.

მისამართები:

ელიტ მარკეტი - ბათუმი, გორგილაძის ქუჩა # 9

სუპერმარკეტი - ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #47ა

მარკეტი - ბათუმი, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა # 11