This resolution is not supported!

შემოუერთდი კამპანიას „მოითხოვე ქართული“ და გაიმარჯვე!

06/10/2017

უნიქარდმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოითხოვე ქართული“ , საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, დამატებით,  40 000 ბარათი დაამზადეს.

ახლა უკვე 3-ჯერ მეტ მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს კამპანიას და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად 20 გამარჯვებულს გამოავლენს ბარათზე დაგროვებული ვირტუალური ქულების, ქართულების რაოდენობის მიხედვით .

დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე ქართული" ფარგლებში გაყიდულია უკვე 700 000 ლარამდე ღირებულების ქართული პროდუქცია.
ქართული პროდუქციის წილი მთლიან შენაძენში კვლავ 50%-ს შეადგენს (პროექტის დაწყებამდე 43%). 

პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგროვებითი ბარათი დამზადდა, მიზნად ისახავს ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებას და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას. 

მოითხოვე ქართული და გაიმარჯვე ქართულებით!