This resolution is not supported!

უნიქარდის ახალი პარტნიორი - სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა

06/07/2015

უნიქარდის ქსელს ახალი პარტნიორი, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა შემოუერთდა. ბარათზე ქულების დაგროვება ჭიტას 7 მაღაზიაშია შესაძლებელი და ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება.

უნიქარდის და ჭიტას თანამშრომლობა საინტერესო აქციით დაიწყო - უნიქარდის მომხმარებლები ჭიტაში ყოველ ოთხშაბათს გაორმაგებულ ქულებს, ხოლო ყოველი თვის პირველ რიცხვში გასამმაგებულ ქულებს დააგროვებენ ბარათზე. ხოლო თვის ყოველ 20 რიცხვში 50-ე მომხმარებელი 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. აქცია პერმანენტული ხასიათისაა - ჭიტაში ყოველ ოთხშაბათს და თვის პირველ რიცხში უნიქარდის დღეები იქნება.

ჭიტა 1996 წლის 10 სექტემბერს დაარსდა და დღემდე ენერგიულად, ხარისხიანად და ხალისიანად ემსახურება მომხმარებელს. მუდმივად შემოაქვს ახალი პროდუქცია, ყველასათვის საყვარელი, განსხვავებული და ორიგინალური სათამაშოები. გარდა სათამაშოებისა, მაღაზიებში წარმოდგენილია საოფისე და სასკოლო საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი. ჭიტაში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტს გავლილი აქვს ტესტირება, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ხარისხის უმაღლესი დონისა, ჭიტაში ყოველთვის დაბალი ფასებია.