აქცია „იყავი პირველის“ ფარგლებში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
უნიქარდმა პარტნიორებთან ერთად აქცია “იყავი პირველის“ ივნისის თვის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა კოშაძემ გამარჯვებულებს პირადად გადასცა სხვადასხვა საჩუქები:
- თაჩის 50 ლარიანი ვაუჩერი
- თაჩის 100 ლარიანი ვაუჩერი
- ასპრიას 1 თვიანი ვაუჩერი - თაჩის 150 ლარიანი ვაუჩერი + მეიბილინ-ლორეალის 50 ლარიანი ვაუჩერი
ივნისის გამარჯვებულები შემდგი კრიტერიუმით გამოვლინდნენ:
სუპერმარკეტ სომარი 3-ის გამარჯვებულმა 29 ტრანზაქცია განხორციელა
მაქსილენდის გამარჯვებულმა 8 ტრანზაქცია, პეპელას გამარჯვებულებმა 7 და 6; კაფე Moka & more-ის გამარჯვებულმა 5, მეიბილინ-ლორეალის გამარჯვებულმა 3, ხოლო წიგნები ვაკეში და სალერის გამარჯვებულებმა 2 ტრანზაქცია.
აქცია 3 თვის განმავლობაში, უნიქარდის 7 პარტნიორ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობდა და მისი პირობა მარტივი იყო - გამარჯვებულის სტატუსისთვის ბარათის მფლობელებს უნიქარდის 7 პარტნიორ კომპანიაში ყველაზე ხშირად უნდა გაეტარებინათ უნიქარდი.
აქციაში მონაწილეობდნენ კომპანიები: სათამაშოების მაღაზია პეპელა; გასართობი ცენტრი Maxxi land; სპორტული მაღაზია Saller; დეკორატიული კოსმეტიკის სტენდები Maybelline-Loreal; კაფე Moka & more; სუპერმარკეტი სომარი 3; წიგნები ვაკეში.
უნიქარდის მსგავს წამახალისებელ აქციას მომავალშიც ხშირად შესთავაზებს ერთგულ მომხმარებლებს.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
