This resolution is not supported!

ბელჰაუსი უნიქარდის მფლობელებს აქციას სთავაზობს

05/04/2017

ბელჰაუსის მაღაზიათა ქსელში აქციები დაიწყო. ბელჰაუსის ყველა ფილიალში 27%-იანი ფასდაკლება ავეჯის სრულ კოლექციაზე და გაორმაგებული ქულები უნიქარდზე ხელმისაწვდომი 30 აპრილის ჩათვლით იქნება.

ბელჰაუსი 2012  წელს დაარსდა და უნიქარდის ქსელში 2015 წელს ჩაერთო. თანამშრომლობა წარმატებულად დაიწყო და პარტნიორობის განმავლობაში, ლოიალური მომხმარებლების რიცხვი სწრაფად გაიზარდა.

ბელჰაუსი ავეჯის სხვადასხვა მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ძირითადი საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაციაა. კომპანია ბათუმში ერთი, ხოლო თბილისში სამი შოურუმით არის წარმოდგენილი. ბათუმში მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრში „სითი მოლი“ - გორგილაძის ქ. 88. თბილისში, ყაზბეგის 12-ში ავეჯის ყველაზე ფართო არჩევანია. ცინცაძის 12-ში სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ავეჯი და ინვენტარია განთავსებული, ცინცაძის 14-ში კი სხვა დანარჩენი ტიპის ავეჯი, რომელიც საჭიროა სახლის, აგარაკის ან ოფისის მოსაწყობად. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯის გარდა, მომხმარებელს საშუალებას აქვს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოს ავეჯი კატალოგიდან და ბელჰაუსი უზრუნველყოფს მის მიწოდებას. ბელჰაუსის მაღაზიებში დეკორატიული ნივთების და ჭაღების შეძენისას უნიქარდზე ქულები არ გროვდება.