This resolution is not supported!

„ბავშვთა წერილები“ - უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 6 წლის გურიკას სურვილი აუსრულა

08/11/2016

„ბავშვთა წერილები“ - გურიკა ტეფნაძის სურვილი ასრულდა! უნიქარდმა მომხმარებლებთან ერთად 6 წლის გურიკა ველოსიპედით და დისტანციური მართვიანი სათამაშო მანქანით დაასაჩუქრა.

„ბავშვთა წერილები“ უნიქარდის პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნიქარდი ერთგულ მომხმარებელთან ერთად სოციალურად დაუცველ პატარებს სურვილებს უსრულებს.

გურიკას საჩუქრის შესაძენად ბარათის მფლობელების მიერ ჩარიცხული ქულები უნიქარდმა გააორმაგა და წერილის ავტორი დაასაჩუქრა.