This resolution is not supported!

მოიგე დაგროვებისას!

15/09/2016

„მოიგე დაგროვებისას“ - უნიქარდი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს. 15 სექტემბრიდან ქულების დაგროვებასთან ერთად, საინტერესო საჩუქრების მოგებას 400-ზე მეტი მომხმარებელი შეძლებს. აქცია, რომელიც 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, ქულების დაგროვების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს და სარგებლიანს ხდის. ლეპტოპი, მოგზაურობა, ველოსიპედი, შინაური ცხოველები და კიდევ 400-ზე მეტი საჩუქრის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს აქვს.

300 პარტნიორ კომპანიაში მინიმუმ 30 ლარზე ბარათის გატარებისას უნიქარდის მფლობელი ავტომატურად იღებს ბილეთს, რომლის გააქტიურებაც აუცილებელია ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით. აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც არის შესაძლებელი. 1 ბილეთი 9 ქულა ღირს და შეძენილი ბილეთი თავისთავად აქტიურია. გამარჯვებულები რიგითობის მიხედვით გამოვლინდება. გათამაშებაში 400-ზე მეტი საჩუქარია: ლეპტოპი, მოგზაურობა, ველოსიპედი, ჰუვერბორდი, მობილური ტელეფონი, ფიტნესის, აუზის, საწვავის ვაუჩერები, შინაური ცხოველები და სხვ.

აქცია 15 სექტემბერს იწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის პირობის დაკმაყოფილებისთანავე უნიქარდის მფლობელი SMS-ით მიიღებს ბილეთის უნიკალურ კოდს, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია 7 ნოემბრამდე, 15 ნოემბერს კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. არააქტიური ბილეთი აქციაში მონაწილეობას არ იღებს. შეძენილი ბილეთი დამატებით აქტივაციას აღარ საჭიროებს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია