This resolution is not supported!

Lit.ge უნიქარდის პარტნიორი გახდა

14/09/2016

Lit.ge უნიქარდის ქსელში ჩაერთო. Lit.ge არის ინტერნეტმაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული წიგნების/პერიოდული გამოცემების შეძენისა და პირადი – დაცული ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნის სერვისებს.

საიტზე წიგნების შეძენა შესაძლებელია დეპოზიტზე თანხის დადების შემდეგ. დეპოზიტის შევსება ვიზა ან მასტერქარდის პლასტიკური ბარათის ან ფეიბოქსების საშუალებით არის შესაძლებელი. პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია უნიქარდზე დაგროვებული ქულებით.

საიტზე შეძენილი წიგნის წაკითხვა იოტა რიდერის აპლიკაციებით (Android, iOS (Apple), Windows) შეიძლება.

Lit.ge-ზე დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 ქულა გროვდება. ქულებით პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, 12,5 ქულა უდრის 1 ლარს.