This resolution is not supported!

ჩინური რესტორანი სიანგანი უნიქარდის პარტნიორი გახდა

11/07/2016

რესტორანი სიანგანი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. სიანგანი ეგზოტიკური ჩინური რესტორანია, რომელიც ჩინური კლასიკური კერძების ფართო ასორტიმენტით და განსაკუთრებულად მყუდრო ატმოსფეროთი გამოირჩევა. საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრებისათვის.

სიანგანში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ჩინეთიდან სპეციალურად მოწვეული მზარეულების მიერ მომზადებული კერძები, მათ შორის სანელებლებთან და ბოსტნეულთან ბალანსირებული ხორცის კერძები, რომლებიც უძველესი რეცეპტების მიხედვით კეთდება.

სიანგანი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, კონსტანტინე გამსახურდის გამზ. 41. რესტორანში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 ბონუს ქულა გროვდება.