ამქარი უნიქარდის ქსელში ჩაერთო
13/06/2016
კაფე-ბარი ამქარი უნიქარდის პარტნიორი გახდა. ამქარის ექსკლუზიური დიზაინი ინდუსტრიული სტილისა და მოდერნის ორგანულ ნაზავს წარმოადგენს. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები-ხავსი, ხე, რკინა.
სტუმრებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის საინტერესო ინტერიერი, სიმყუდროვე, ქართულ-ევროპული სამზარეულო, სასმელის ფართო არჩევანი და მეგობრული მომსახურე პერსონალი.
ბარში მოსულ სტუმრებს ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ელით ცოცხალი მუსიკა ცნობილი და საინტერესო შემსრულებლების მიერ: ჯაზი, სოული, rmb. ასევე სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და პერფორმანსები.
ამქარის მისამართია: თბილისი, იერუსალიმის ქ. 1. ბარში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
