This resolution is not supported!

ჩაერთეთ უნიქარდის სახალისო თამაშში „იპოვე განძი“ მთაწმინდის პარკში და იპოვეთ 100-ზე მეტი საჩუქრიდან ერთ-ერთი!

10/06/2016

18 ივნისს მთაწმინდის პარკში უნიქარდის თამაში „იპოვე განძი“ გაიმართება. თამაშს ტრადიციული სახე აქვს და წელს მესამედ იმართება.

„იპოვე განძში“ მონაწილეობის მიღება სახალისო და აზარტულია. თამაშის დღეს, პარკის ტერიტორიაზე დაიმალება 100-ზე მეტ საჩუქარი, რომელსაც  უნიქარდი და მისი პარტნიორები დააწესებენ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია, 23 წლის ზევით ასაკის პირებს აუცილებლად უნდა ახლდეთ ბავშვი. მონაწილეებს პარკის ცენტრალურ ნაწილში, შადრევანთან მდებარე უნიქარდის კუთხესთან დაურიგდებათ მოთამაშის ნაკრები (მეგზური, რომელზეც მინიშნებული იქნება ზონებად განძის ადგილსამყოფელი, ბენდენა და გულსაბნევი). 10:00 საათიდან მონაწილეები დაიწყებენ დამალული საჩუქრების ძებნას. საჩუქარი გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვინც პირველი მიაგნებს მას. იხილეთ თამაშის დეტალური პირობები.

ყოველი ნაპოვნი „განძის“ შემდეგ მთაწმინდის პარკის რადიო მოთამაშეებს შეატყობინებს, თუ რამდენი საჩუქარია დარჩენილი. საჩუქრები დააწესეს უნიქარდმა და პარტნიორმა კომპანიებმა:

  • როიალ ბატონი - ნომერი 2 ადამიანზე საუზმით
  • ბეკო - პლანშეტი
  • ქო.ლაბი - კაბა (2 ცალი), ჩანთა (2 ცალი), 50 ლარიანი ვაუჩერი 
  • ლოსთ ლოქი - 200 ლარიანი ფულადი პრიზი და თამაში 10 ბავშვზე ლოსთ ლოქში
  • არენა 1 - 250 ლარიანი 1 თვიანი ულიმიტო აბონემენტი (აუზი, ტრენაჟორები, საუნა, ჯაკუზი); 150 ლარიანი ცურვის 1 თვიანი აბონემენეტი (საბავშვო პაკეტი, ჯგუფური 12 გაკვეთილი)
  • უნიქარდი - ჰოვერბორდი, ველოსიპედი, mp3, X BOX, პორტატული დამტენი
  • საფილო - 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (3 ცალი )
  • მასტერ სპორტი -  სპორტული ფეხსაცმელი (2 წყვილი)
  • იოგა ანანდა - 1 თვიანი აბონემენტი (3 ცალი)
  • ბუმ-ბუმი -  50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (2 ცალი)
  • სპარი -100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (3 ცალი)
  • ვერონა - საათი, სახლის დეკორაცია
  • ჭიტა - 50 ლარიანი ვაუჩერი
  • ქეის ით -  ეფლის ყურსასმენი (3 ცალი), სელფის ჯოხი, ფლეშ მეხსიერება, USB (2 ცალი).
  • არია იოგა - 1 თვიანი აბონემენტი-8 ვიზიტი (3 ცალი)
  • აზზატო - 50 ლარიანი ვაუჩერი
  • ორი ნაბიჯი - 100 ლარიანი ვაუჩერი (5 ცალი)
  • კიკო - 50 ლარიანი ვაუჩერი
  • წიგნები ვაკეში- 50 ლარიანი ვაუჩერი
  • კამელია - 50 ლარიანი ვაუჩერი
  • კიკალა სტუდიო - 300 ლარიანი ვაუჩერი (60 ფოტო)
  • მეიბლინ ლორეალი - დეკორატიული კოსმეტიკის ნაკრები (4 ცალი)
  • პეტ ჰაუსი SIBERIAN HUSKY GEORGIA - ლეკვი (ჰასკი)
  • პრენატალ ჯორჯია - სათამაშოები (3 ცალი), საძილე ტომარა (2 ცალი)
  • რედ კაფე - 50 ლარიანი ვაუჩერი (6 ცალი)
  • სტუდიო ლინი - 50 ლარიანი ვაუჩერი (2 ცალი)
  • მოზარდ ბაყურებელთა თეატრი - ბილეთები (8 ცალი)
  • ჯინო ფერედაისი -  პაკეტი ჯოი (4 ცალი), პაკეტი ჯოი ქიდს (4 ცალი)
  • ჰოუმ დეკორი - სანათი
  • კიდს სალონი - თმის შეჭრა (4 ცალი)
  • ლა ბელ მედიქალი - ფიტნეს აბონემენტი (3 ცალი), ზუმბას აბონემენტი
  • მაქსილენდი -  სასაჩუქრე ვაუჩერები: 1 საათი ბოულინგი (3 ცალი), MaxCard-ატრაქციონების 100 ლარიანი ვაუჩერი, დაბადების დღის ცენტრის 100 ლარიანი ვაუჩერი
  • ალტაოქეი - ეპილატორი, ბლენდერი, უთო
  • პეპელა - პაპოს ფიგურების ნაკრები მიჭებისთვის და გოგონებისთვის (3 ცალი)
  • სალერი - ფეხბურთის ბურთი
  • სანტა ესპერანსა - წიგნების ნაკრები (8 ცალი)
  • სმარტი - 100 ლარიანი სასაჩუქრე კალათა
  • შიკ ბებე - როლიკები (2 ცალი), კარავი, სათამაშოები (4 ცალი)
  • ლოტუს - პილატესის აბონემენტი, ჯამფინგ ფიტნესის აბონემენტი (2 ცალი), სოლარიუმის აბონემენტი + კოლაგენარიუმის 20 წუთი
  • მთაწმინდის პარკი - 100 ლარიანი ვაუჩერი

გარდა საჩუქრებისა, უნიქარდი და მისი პარტნიორები  მოთამაშეების  განწყობაზეც იზრუნებენ. მთაწმინდის პარკის სტუმრებს სახალისო წარმოდგენები და სიუპრიზები ელით: იოგას გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, ფოტოსესია, ქართული ზღაპრის გმირები, ჯამფინგ ფინტესის გაკვეთილები, ცხოველების და ფრინველების პატარა გამოფენა, ზუმბას გაკვეთილი, ანიმატორები, სახის მოხატვა, დისნეის ზღაპრის გმირები, ბუშტები და მინი გათამაშება.