ეტამი უნიქარდის პარტნიორი გახდა
08/06/2016
ეტამი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. ქალის თეთრეულის ბრენდი ეტამი თითქმის საუკუნეა, რაც ქალბატონებს თეთრეულის მოდას კარნახობს. 1916 წლიდან ეტამი ქალის თეთრეულის პირველი საცალო ვაჭრობის ქსელი გახდა ევროპაში. პირველად გამოიყენა ბამბა თეთრეულის წარმოებაში და ასევე პირველად წარმოადგინა ღამის პიჟამოების განსხვავებული მოდელები და უნაკერო ბიუსჰალტერები.
დღეს ეტამის მაღაზიები წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და დიდი წარმატებით სარგებლობს ბაზარზე, როგორც ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის მქონე ბრენდი.
მაღაზია მდებარეობს მისამართზე: თბილისი, პეკინის გამზ. 5. ეტამში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.
© 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
