This resolution is not supported!

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი უნიქარდის პარტნიორი გახდა

11/05/2016

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უნიქარდის ქსელში ჩაერთო. მოზარდ მაყურებელთა თეატრი სამი თეატრის - რუსული, ქართული  და რუსული თოჯინების თეატრის გაერთიანების შედეგად 1928 წელს შეიქმნა.

დღეისათვის თეატრი დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენებს მოიცავს. სამივე მათგანი დატვირთულია შესაბამისი რეპერტუარით (ქართული და რუსულენოვანი სპექტაკლებით). ძირითადი ადგილი უჭირავს წარმოდგენებს პატარა და მოზარდი თაობისთვის, თუმცა რეპერტუარში არის სპექტაკლები უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაც. ექსპერიმენტული სცენა განკუთვნილია დამოუკიდებელი პროექტებისა და ახალგაზრდა რეჟისორებისათვის.
თეატრში საჯარო სკოლებისთვის მოქმედებს სააბონემენტო სისტემა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მდებარეობს მისამართზე:ქ. თბილისი,დ. აღმაშენებლის გამზ. 99/1. თეატრში ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება.