This resolution is not supported!

www.unimania.ge - დააგროვე დანახარჯის გარეშე

04/04/2016

უნიქარდი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს  ─  www.unimania.ge ონლაინ სივრცეში უნიქარდის ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობაა. უნიქარდის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში. ქულების დასაგროვებლად მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა დაადასტურონ რეკლამაში ჩართულობა, რაც ვებგვერდზე ყოფნის დროს პერიოდულად დასმული საკონტროლო შეკითხვით ხდება.

უნიმანიაში ჩასართავად უნიქარდის ბარათია საჭირო. მათ ვისაც, ჯერ კიდევ არ აქვს უნიქარდის ბარათი, ვებზე რეგისტრაციის გავლისას შეუძლიათ მომენტალურად გახდნენ ვირტუალური ბარათის მფლობელები. ხოლო მათ, ვისაც უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge  უკვე დარეგისტრირებული აქვთ უნიქარდის ბარათი, შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის იგივე მონაცემები ვებგვერდზე www.unimania.ge. უნიქარდის აქტიურ მომხმარებელებს ქულების დაგროვება უკვე ყოველგვარი დანახარჯის გარეშეც შეუძლიათ.

უნიქარდის ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა ონლაინ კატალოგშია შესაძლებელი, სადაც 1500-ზე მეტი ნივთი და მომსახურებაა შესული. უნიქარდის ონლაინ კატალოგის მისამართია http://www.unicard.ge/ge/prizes. ბარათის მფლობელებს საჩუქრის შერჩევა ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრიდან შეუძლიათ.