This resolution is not supported!

სატუმრო რიწა უნიქარდის პარტნიორი გახდა

28/03/2016

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო რიწა უნიქარდის ქსელში ჩაერთო. 5 სართულიანი სასტუმრო აღჭურვილია 21 ოთახით, მათ შორის 5 ლუქსი და 1 აპარტამენტია. აპარტამენტი მოიცავს  2 საძინებელს, მისაღებს და სამზარეულოს. სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბილიარდი, საბავშვო ოთახი გასართობ-შემეცნებითი პროგრამით. ყველა სართულს აქვს თავისი მისაღები, wifi. სასტუმრო რიწა სტუმრებს სამჯერად კვებას შვედური მაგიდის სახით სთავაზობს.

ყოველ დახარჯულ 10 ლარზე 1 უნიქარდის ქულა გროვდება. სასტუმრო რიწა მდებარეობს: დაბა ბაკურიანი, აღმაშენებლის ქ. 106.