This resolution is not supported!

უნიქარდის აქცია „მოიგე 5000 ქულა“ დაიწყო

01/02/2016

უნიქარდი მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - „მოიგე 5000 ქულა“. აქცია, რომელიც 3 თვე გაგრძელდება, ქულების დაგროვების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს და სარგებლიანს ხდის. 20, 30, 100, 250, 500 და 5000 ქულის მოგების შანსი ბარათის ყველა მფლობელს აქვს.

250 პარტნიორ კომპანიაში მინიმუმ 50 ლარზე ბარათის გატარებისას უნიქარდის მფლობელი ავტომატურად იღებს ბილეთს, რომლის გააქტიურებაც აუცილებელია ვებგვერდის, SMS-ის, სატელეფონო ცენტრის ან მომსახურების ცენტრის საშუალებით. აქციაში მონაწილეობა ბილეთის ქულებით შეძენითაც არის შესაძლებელი. 1 ბილეთი 9 ქულა ღირს და შეძენილი ბილეთი თავისთავად აქტიურია. გამარჯვებულები რიგითობის მიხედვით გამოვლინდება. ყოველი მე-10 მომხმარებელი 20 ქულით დაჯილდოვდება, 50-ე 30 ქულით, მე-100 50, მე-500 250, მე-1000 500, ყოველი მე-5000 მომხმარებელი კი 5000 ქულას მიიღებს საჩუქრად.

აქცია 1 თებერვლიდან იწყება, 3 თვე გრძელდება და სამ ეტაპად იყოფა. ერთი ეტაპი მოიცავს ერთ თვეს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 4 მარტს, 5 აპრილს და 5 მაისს. შესაბამისად, 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით გააქტიურებული ან შეძენილი ბილეთების გამარჯვებულების გამოვლენა 4 მარტს მოხდება, 1 მარტიდან 31 მარტის გამარჯვებულების 5 აპრილს, ხოლო 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამარჯვებულების 5 მაისს.

აქციის პირობის დაკმაყოფილებისთანავე უნიქარდის მფლობელი SMS-ით მიიღებს ბილეთის უნიკალურ კოდს, რომლის გააქტიურებაც შესაძლებელია კალენდარული თვის ბოლომდე. არააქტიური ბილეთი აქციაში მონაწილეობას არ იღებს. შეძენილი ბილეთი დამატებით აქტივაციას აღარ საჭიროებს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია