This resolution is not supported!

სიანგანი

სიანგანი, სადაც გიყვარს სტუმრობა!

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„სიანგანი“ - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური რესტორანი. გამოირჩევა ჩინური კლასიკური კერძების ფართო ასორტიმენტით და ამ  შესანიშნავი ქვეყნისათვის დამახასიათებელი განუმეორებელი ატმოსფეროთი.
რესტორნის ინტერიერი ტრადიციულ ჩინურ სტილშია გადაწყვეტილი, ლაკონიურად გაწონასწორებული და მცენარეული ფერებითაა გაჯერებული. ბამბუკისგან დამზადებული ავეჯი, მოხატული კედლები, უამრავი ლამპიონი, ოქროსთევზებიანი აკვარიუმი. ყველაფერი ეს ძალზე მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის.
ასორტიმენტი ძალზე მდიდარია. პირველ რიგში, ეს არის სანელებლებთან და ბოსტნეულთან ბალანსირებული ხორცის კერძები, რომლებიც ჩინეთიდან სპეციალურად მოწვეული მზარეულების მიერ მზადდება უძველესი რეცეპტების მიხედვით.
„სიანგანი“ საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრებისათვის.

პროდუქცია/მომსახურება:
ჩინური რესტორანი.

ტელეფონი: (032) 2 37 96 88
Facebook
სამუშაო საათები: 10:30 - 00:00