This resolution is not supported!

ჯინო ფერედაისი

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„ჯინო ფერედაისი“  მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს გრანდიოზულ აკვაპარკსა და უნიკალურ, სარელაქსაციო ველნეს და სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზსა და კვების ობიექტებს. 
„ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი წარმოადგენს  აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით. „ჯინო ფერედაისი“  ასევე მოიცავს თბილისის ზღვის სანაპირო ზონას და  სრულ კომფორტს სთავაზობს დამსვენებელს. სანაპირო ზოლი აღჭურვილია შეზლონგებით, ქოლგებით, სხვადასხვა სახის ატრაქციონებით, გასახდელებითა და საშხაპეებით.
„ჯინო ფერედაისის“ სპა ცენტრი გთავაზობთ სარელაქსაციო, არომა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე უნიკალურ საუნებს და ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილ ოთახებსა თუ აღჭურვილობებს. ფიტნეს ცენტრი გთავაზობთ უახლეს კარდიო და ძალისმიერ ტრენაჟორებს, აერობიკის დარბაზს და მრავალფეროვან სლენდერებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კომპლექსური ვარჯიშებისათვის.
„ჯინო ფერედაისი“ ოთხი სეზონის კურორტია!

პროდუქცია/მომსახურება:
აკვაპარკი.

ტელეფონი: (032) 2 15 85 85
ელ. ფოსტა: info@ginoparadise.ge
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 12:00 - 22:00