როგორ მოვიგო?
მაგად მომგებიანი გათამაშება
პრიზები
-
2 ბინა ლისზე - ტერასა ჯგუფისგან- სამშენებლო კომპანია ტერასა ჯგუფის პროექტი “ევროპული უბანი ლისზე” ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინების, რეკრეაციულ ზონის, ბაღებისა და სკვერების განაშენიანებას ითვალისწინებს.
- “ევროპული უბანი ლისზე“ მდებარეობს ქალაქის ცენტრთან ახლოს, ლისის ტბის მიმდებარედ. პროექტის მშენებლობაში გამოყენებულია საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი ლიდერი კომპანიების ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.
-
ტოიოტა პრიუსი - N1 ჰიბრიდი- მეოთხე თაობის 2018 წლის ტოიოტა პრიუსი N1 ჰიბრიდია მსოფლიოში. უახლესი ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული ძრავით აღჭურვილი ავტომობილი უსაზღვრო კომფორტთან ერთად, არის ეკოლოგიური და საოცრად ეკონომიური.
- ტოიოტას ნაცნობი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც შიგაწვის 4-ცილინდრიანი ძრავისგან და ელექტრომოტორისგან შედგება, უფრო მსუბუქია. შედეგი: ისედაც ძალიან ეკონომიური მანქანა, კიდევ უფრო ეკონომიური გახდა. ახალი პრიუსის საწვავის საშუალო ხარჯი ქალაქში 3-დან 3,5 ლიტრამდეა.
-
2 ელექტრო სკუტერი უნუ- ელექტოსკუტერი „უნუ“ გახლავთ სრულიად უხმო, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური.
- „ი-სპეისი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომლის მიზანია ელექტრომანქანების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში.
-
უნიქარდის 5.000 ქულიანი ხელფასი- კომპანია უნიქარდის 2მაგად მომგებიანი გათამაშება გაძლევთ შანსს მოიგოთ უნიქარდის 5.000 ქულიანი ხელფასი, რომელიც ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში დაირიცხება მოგებული მომხმარებლის უნიქარდის ბარათზე, ჯამურად 60.000 ქულა.
-
მოგზაურობა ამერიკაში, NASA-ს ცენტრში და ვენეციის კარნავალზე- კომპანია უნიქარდის 2მაგად მომგებიანი გათამაშება გაძლევთ შანსს აიხდინოთ ოცნება , გაემგზავროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოინახულოთ ნასას კოსმოსურ სადგური. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა სრულად დაფინანსებული 2 კაციანი საგზური.
- მეორე მოგზაურობა, რომელიც სუპერპრიზების ათეულშია, გახლავთ საგზური ვენეციის კარნავალზე, რომლის ისტორიაც XI საუკუნიდან იღებს სათავეს და დღეს მსოფლიო კარნავალების ათეულში წამყვან პოზიციას არ თმობს. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა სრულად დაფინანსებული 2 კაციანი საგზური
-
10 000 მომენტალური პრიზი- გარდა სუპერპრიზებისა, თამაშდება 10 000 მომენტალური პრიზი. iPhone X, ტელევიზორები და საყოფაცხოვებო ტექნიკა ალტაოქეისგან, საწვავის და მანქანის რეცხვის ტალონები ვისოლისგან, სპარის და ავერსის ვაუჩერები, ვეჯვუდის ჭურჭელი და ვაუჩერები, ასევე ტანსაცმლის, ტექსტილის, აქსესუარების, კინოს ვაუჩერები, უნიქარდის ქულები და სხვა.
ჩემი ბილეთები
© 2010 - 2026 ყველა უფლება დაცულია შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ის (ს/ნ 2O24614O6) მიერ
მნიშვნელოვანი შეტყობინება
გაცნობებთ რომ 2026 წლის 1 მაისიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულების დარიცხვა/დაგროვება შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის ვებ გვერდზე www.unicard.ge არსებული პროექტის, უპერას გვერდიდან https://www.unicard.ge/ge/gadasaxadebi კომუნალურებისა და სხვა სერვისების ღირებულებების გადახდისას, ასევე ამავე თარიღიდან არ იქნება შესაძლებელი ქულების დარიცხვა/დაგროვება საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს ფეი უნიქარდის (ს.კ. 404519455) მიერ ემიტირებული ბარათებით საბარათე ოპერაციების განხორციელებისას.
ამავდროულად
2026 წლის 1 მაისიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულებით კომუნალურებისა და სხვა ონლაინ გადასახდელების გადახდა უნიქარდის ვებ გვერდის (www.unicard.ge) ქვეგანყოფილებიდან „რაში დავხარჯო ქულა“ https://www.unicard.ge/ge/prizes
ამავე თარიღიდან არ იქნება შესაძლებელი უნიქარდის ქულებით კომუნალურებისა და სხვა გადასახდელების გადახდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერ შპს ფეი უნიქარდის (ს.კ. 404519455) მომხმარებლის რეგისტრირებული საფულიდან https://payunicard.ge/ka .
2026 წლის აპრილის თვის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყდება უნიქარდის ვებ გვერდის ქვეგანყოფილებიდან “სად დავაგროვო ქულა„ განთავსებული სავაჭრო მომსახურების ობიექტებში ქულების დაგროვება/დარიცხვა, რაც ნიშნავს, რომ უნიქარდის ბარათით საბარათე ოპერაციების განხორციელება არ იქნება ხელმისაწვდომი.
ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და განახორციელოთ დაგროვებული ქულების ნივთსა და მომსახურებებზე გადაცვლა უნიქარდის ვებ გვერდზე განთავსებულ პარტნიორებში, მათ შორის კომუნალურების გადახდა დაგროვებული უნიქრადის ქულებით განახორციელოთ 2026 წლის 1 მაისამდე.
კომუნალურების გადახდა შესაძლებელია როგორც უნიქარდის ვებ გვერდიდან https://www.unicard.ge/ge/prizes , ასევე შპს ფეი უნიქარდის მომხმარებლის რეგისტრირებული საფულედან https://payunicard.ge/ka .
მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის 1 მაისისთვის დაუფიქსირდებათ გაუხარჯავი ქულები, მათ თანახმად შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის“ მომსახურებით სარგებლობის პირობებისა (იხ. UnicardTermsGeo_2024_03_28.pdf) ჩამოეწერებათ გაუხარჯავი ქულები და შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდება.
ხელშეკრულების შეწყვეტისას დამატებითი ბარათების მოქმედება ავტომატურად წყდება. ამასთანავე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის მიერ დაგროვებული და გამოუყენებელი უნიქარდის ქულების სანაცვლოდ ფულადი თანხის მოთხოვნა/გაცემა არ არის დაშვებული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ცხელი ხაზის ან ვებგვერდის მეშვეობით.



