This resolution is not supported!

კაბადონი

სადაც წარმტაც ხედს ერწყმის აბსოლიტური მომსახურება...

1 ქულა

ყოველ 10 ლარზე

კომპანიის შესახებ:

„კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა - ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღის ცენტრშია განთავსებული მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების უსაყვარლესი ადგილია. სასტუმროს ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. „კაბადონის“ ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს მოდერნისა და ძველი ქართული და აღმოსავლური მოტივების ერთობლიობა ქმნის.
დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს.
ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს.სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. „კაბადონის“ ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, მომხმარებლები თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპაპროცედურებით სარგებლობასაც შეძლებენ.

პროდუქცია/მომსახურება:
ბუტიკ-სასტუმრო

ტელეფონი: (032) 2 24 04 00
ელ. ფოსტა: info@kabadoni.ge
ვებ გვერდი
Facebook
სამუშაო საათები: 24/7